მოვიპარე ლანასგან :)
46, Tbilisi, Georgia

მე ავტომოპასუხე არ ვარ,

მე ვერ გავიმეორებ იმას რასაც ჩემგან ითხოვენ.

და მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო ყველა ცოდვისთვის.
მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო ყველა სიკეთისთვის.
მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო
ჩემი მოსვლით დედაჩემის დაღვრილი სისხლისთვის.
და მე მზად არ ვარ რომ გავიზარდო.

ღმერთო, გთხოვ
ნუ მიგზავნი ყოველ დღე მლოცველებს,
ნუ მიგზავნი ფანატიკოსებს,
ნუ მიგზავნი მღვდლებს,
ნუ ცდილობ ჩემს შემორიგებას,
მე შენთან არ მიომია.
ნუ მაიძულებ თაყვანი ვცე იმას,
რაზეც გაგაკრეს.
შენ ჩემი ცოდვებისთვის არავის უწამებიხარ,
შენ შენი სიმართლისთვის გაგაკრეს ჯვარზე.
მე არაფერ შუაში ვარ.
და ნუ მიდგენ წესებს როგორ ვიცხოვრო.
მე დადგენილი წესები მაიძულებენ რომ დავარღვიო ისინი.
ნუ მაიძულებ ასე მოვიქცე.
მე მირჩევნია ფეხზე დგომას ტროტუარზე ვიჯდე,
მე მირჩევნია მგალობლების მოსმენას
ქუჩის მუსიკოსს მოვუსმინო,
რომელიც სულ ახლახანს
ერთადერთმა ქალმა მიატოვა, რომელსაც ის უყვარდა.
მე ასეთი ვარ ღმერთო,
შენ ასეთი შემქმენი და უკვე ვეღარ შემცვლი.
ღმერთო რატომ გახდა უპატრონო ბავშვების თემა ბანალური?
ღმერთო რატომ გგონია რომ არ არსებობენ
ნაბიჭვარი მორწმუნეები,
რომლებიც ჩემზე ცოდვილები არიან და შენი სახელით სარგებლიბენ?
ღმერთო რატომ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ?
ღმერთო რატომ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ?
ღმერთო რატომ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ?
ღმერთო, როდესაც შენი მგალობლები იგალობებენ,
მოდი და ერთად მოვუსმინოთ ქუჩის მუსიკოსს,
რომელიც მღერის იმაზე, რომ
ერთადერთმა ქალმა მიატოვა, რომელსაც ოდესმე ყვარებია.
ღმერთო მოდი და უპატრონო ბავშვებთან ერთად ვიმათხოვროთ,
რომლების თემაც, უკვე დიდი ხანია ბანალური გახდა და რომლებზეც
არც ერთი ჟურნალისტი აღარ წერს.
კარგი რა ღმერთო,
შენც ხომ იცი, რომ არც მთლად ისეთი დიდი ხარ,
როგორადაც თავს გვაჩვენებ.
ღმერთო მოდი ერთხელ გულახდილი საუბარი გვქონდეს,
მე ვეცდები შენთან გავიხსნა
და მოგიყვე ჩემზე უფრო მეტს.
ღმერთო შენც შეეცადე,
ნუ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ,
ეცადე ცოტა მარტივი იყო.
და მე ვეცდები რომ გაგიგო.
მე ხომ შენთან არ მიომია.

37 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes