13.02.2011
                                     suli
45, Washington, USA

ნუ დაეცემი,სულს ნუ იტანჯავ,ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება.იფიქრე კარგი და დაინახავ,რომ ყველაფერი კარგად იქნება.......როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას,შენი ცხოვრებაც ისე იქნება.გულს ნუ გაიტეხ,გწამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება.......ტყუილ უბრალოდ ღელვა და შიში,განა ვერ ატყობ რომ არ გიხდება:ნუ შიშობ,უფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება......როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება,მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას თქვი,ყველაფერი კარგად იქნება.....თუ ცოდვები გაქვს,სულით დაეცი,ღმერთი არ გტოვებს,შენსკენ იხრება ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება.....როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება,ერთადერთია რაც გადაგარჩენს,თქვი:ყველაფერი კარგად იქნება......დიდი ნიჭია თავშეკავება,ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება,როცა ამ ნიჭს ფლობ,შენ უკვე იცი,რომ ყველაფერი კარგად იქნება.....როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,სხვებს აუხსენი და შთააგონე,რომ ყველაფერი კარგად იქნება.....როდის იქნება?როგორ იქნება?როცა კითხვები გულში ისმება,ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს....ღმერთის წყალობით.....ყველაფერი კარგად იქნება....

05.02.2011 00:29

8 skatījumu
 
komentāri
galaxyca 13.02.2011

ბევრმა კიდევ არ იცის, რომ ამ ლექსის ავტორია:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე...

ძალიან ძლიერია!

cucki cucki 13.02.2011

GAIXARE DZAMIKO. EG MARTLA AR ICIS BEVRMA.

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes