"ჩვენ სამნი და ანგელოზი"-თამრი ფხაკაძე
35, Tbilisi, Georgia

...მე ვიცი, რომ ბედნიერება მითია.

მაგრამ, ხომ მოხვდა ის ვიღაც ალისა საოცრებათა ქვეყანაში?

მე მოვხვდი ბედნიერების მითში, საყვარელო.

აი-შენ.

და არ მიღიმი იმდაგვარმასპინძლურად, გაცვეთილად, როგორც მარტოკაცთან საკუთარი ფეხით მისულ მარტოქალს უღიმიან. არ დაგთამაშებს მოზეიმე ქვენაღიმილი და მიყურებ კუშტადაც თითქოს და თვალები გაქვს ისე შავი, თითქოს შიგ ჩამდგარა ყველა გარდასული ათასერთობით ღამე და ეს ერთი, ეს-ამაღამ-განსაკუთრებულად ბრწყინვალედ ჩაგუბებულა და მიხმობს. მიხმობს და ჩმი მითიც ბედნიერებაზე ეგაა, სხვა რა.

....სულაც არ ვიყავი სადღაც, შენობაში, სადარბაზოში, სართულზე და ბინაში.

ბედნიერების მითში შენი ხმის ორღანი უკრავდა, ჭერად იყო ცის ნახატები და კედლებად-ჩემი საკუთარი განფელილობა, გალღობა, ყოვლისმომცველობა.

მითში მქონდა უხილავი ფრთები და ჩემი ხმა მესმოდა შორიდან, როგორც ზანზალაკების ყრუ ექო თოვლიან ტრამალზე.

როგორც ინდოელ ქალს სარი, მეხვია ტანზე ეს შენი თვალებივით შავად მბრწყინავი ამაღამ-ამოუცნობი.

....ჩემი ბედნიერების მითში სანთლის მკრთალი ნათება იღვრება და მავსებს მისტიკური სიმშვიდით, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ აბა რა საჭიროა სიყვარულის დინებებში ცურვა, ხავს მოჭიდებები და მაშველის ხმობა, მანდ ხო, დახრჩობაა ლამაზი, დაღუპვა...

ჩემს მითში ბედნიერებაზე ვსხედვართ და ჩუმად ვეწევით და ვსვავთ ყავას..

ვარკვევ ფიქრში ურთიერთობას ღმერთთან, რომელმაც მოიო მოწყალება და შემაყვარა, მაინც შემაყვარა! სიძულვილის საწამლავით დაშლილს, დანგრეულს და აღარც არსებულს თითქმის. ..

3 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes