წერილი, რომელიც მამამ ქალიშვილს კოსმეტიკის განყოფილებიდან მისწერა
37, Tbilisi, Georgia

წერილი, რომელიც მამამ ქალიშვილს კოსმეტიკის განყოფილებიდან მისწერა ეს წერილი ეძღვნება ყველა ქალს, ვისაც მამის თბილი და გამამხნევებელი სიტყვები ესაჭიროება. ფალაგანი წერს: "ძვირფასო ქალებო. თქვენზე უკეთ თქვენს სილამაზეს ვერავინ შეაფასებს, მაგრამ ამის მცდელობა ბევრს ექნება"

ახლა კი წერილს მივუბრუნდეთ:

"ძვირფასო შვილიკო. ამ წერილს სუპერმარკეტის კოსმეტიკის განყოფილებიდან გწერ. ამ დღეებში მეგობრისგან მესიჯი მივიღე, რომელიც ასეთსავე განყოფილებაში იდგა და მწერდა, რომ ამაზე სულისმხუთველი ადგილი ქვეყანაზე არ არსებობსო. მაინტერესებდა, რას გულისხმობდა. ახლა კი აქ ვზივარ და მგონი თანდათან ვეთანხმები. სიტყვას დიდი ძალა აქვს, ამ ვიტრინებში გამოფენილ სიტყვებს - უფრო მეტი. მაგალითად ამ სიტყვებს:
შეუდარებლად დაბალ ფასად
უზადო შედეგი
ბრწყინავი ძალა
გაიხადე
ესროლე ასაკს გამოწვევა
აირჩიე შენი ოცნება
ბუნებრივი სილამაზე

როცა ქალიშვილი გეზრდება, ხედა,ვ რომ ისეთივე ძლიერია, როგორც ოჯახის სხვა წევრები. ისეთივე მთრთოლვარე სულია და ისეთივე ჟინიანი, როგორც ნებისმიერი მამაკაცის სული. მაგრამ გასაყიდი კოსმეტიკური საშუალებებით გარშემორტყმული ვხვდები, რომ ადამიანების უმრავლესობა ჩემს გოგონაში ამ ლამაზ თვისებებს ვერ დაინახავს. ის მათთვის მხოლოდ კოხტა სახე და ლამაზი სხეული იქნება, რომლითაც უნდა დატკბნენ. ეტყვიან, რომ ან ასე, ან ისე უნდა გამოიყურებოდეს, რათა გარკვეული ფასი და გავლენა მოიპოვოს საზოგადოებაში.

მაგრამ სიტყვებში მაინც არის ძალა და იქნებ მამის სიტყვებმა გადაწონოს კოსმეტიკური სამყაროს მოწოდებები. მამის სიტყვას სულ სხვა მნიშვნელობა აქვს:

ბრწყინავი ძალა: დაე შენი ძალა პრიალა ფრჩხილებში კი არა, შენს სულში იყოს. ძვირფასო, გაიაზრე ვინ ხარ და ამ შეგნებით იცხოვრე.

იპოვე შენი ოცნება - ეძებე და იპოვე, მაგრამ არა სუპერმარკეტის დახლებზე. გააცნობიერე, რა გინდა ამ ცხოვრებისგან, თუ უკვე შეარჩიე, მიჰყევი მას ერთგულად, პატიოსნად და იმედით აღსავსე.

გაშიშვლდი. ამ სამყაროს უნდა, რომ ტანსაცმელი გაიხადო, მაგრამ გთხოვ, გეცვას... ამის ნაცვლად მოკრივის ხელთათმანები გაიხადე. საჩვენებელ დარტყმას ნურავის მიაყენებ. ამოთქვი რაც გულში გაქვს. გარისკე და ეს ყველაფერი გულღიად და თავდავიწყებით ჩაიდინე.

ესროლე ასაკს გამოწვევა. შენი კანი ნაოჭებმა დაფარა, დამთავრდა შენი სინორჩე, მაგრამ შენს სულს ასაკი არა აქვს. მას ყოველთვის ეცოდინება თამაში, ტკბობა და სიხარული. გამოწვევა შენი სულის დაბერებას ესროლე.

უზადო შედეგი: შენს "ფინიშს" არანაირი კავშირი არა აქვს შენი სახის მოვლასთან. შენი "ფინიში" შენი სიცოცხლის უკანასკნელი დღეები იქნება 100 წლის შემდეგ. დაე ასაკობრივმა სიბრძნემ და გულმოწყალებამ ღრმა სიბერემდე მიგაღწევინოს, მაშინაც კი შენს ირგვლის სიკეთესა და სიყვარულს უნდა თესავდე.

ჩემო პატარავ, ახლა ყველაფერი ვარდისფერი და ფურჩალიანი მოგწონს, თუმცა დრო მოვა და მივხვდები, როდის გახდება შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაკიაჟი. თუმცა იმედი მაქვს, არასოდეს დაგავიწყდება სიტყვები, რომელსაც შენი მამიკო ყოველ ღამე ძილის წინ გეკითხება: "აბა, ჩემს ლამაზ გოგო რა აქვს ყველაზე ლამაზი?" და მართლაც, რა გაქვს ყველაზე ლამაზი?
ის, რაც შიგნით, გულშია.
და მას ვერანაირი ტონალური ვერ გადაფარავს...
შენი მოსიყვარულე
მამიკო.






81 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes