19.12.2013
....
37, Tbilisi, Georgia

დასავლეთ საქართველოს ქალების სილამაზის გამო დიუმა წერს: „მთელი ძველი კოლხეთის ქალები მშვენიერი გარეგნობისა არიან. ჩვენ გვინდოდა გვეთქვა, ისინი ქართველ ქალებზე უფრო ლამაზები არიანო, მაგრამ დროზე გაგვახსენდა, რომ უწინ იმერეთი, გურია და სამეგრელო საქართველოს მხარეები იყვნენ“. ამ შეხედულებას მწერალი თავისი წიგნის სხვა ადგილსაც გამოთქვამს: „როგორც ვთქვით, მეგრელი ქალები, მეტადრე ქერა შავთვალა და შავგვრემანი ცისფერთვალება ქალები ულამაზესი არიან დედამიწის ზურგზე“.
დიუმა ასევე აღტაცებული იყო ქართველი მამაკაცების გარეგნობით: „ევროპაში წარმოდგენაც არა აქვთ კოლხეთის ხალხთა სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს სულ უბრალო მსახურებსაც კი თავადიშვილის იერი აქვს“ (თავი L IX „მოლითი“).
პ.ს. მოგზაურობის დღიურიდან ირკვევა დიუმას , თბილისში როგორ უვლიდა დიუმა თავის ხუჭუჭ თმა როგორ უმოწყალოდ შეუკრიჭეს მოდურად.
და თუ როგორ იძენდა ხანჯლებს, დამბაჩებს და ადგილობრივ ტანსაცმელს. თბილისში მწერლისათვის გადაუღიათ სურათი, რომელზედაც გამოსახულია კავკასიურ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი დიუმა ბოხოხის ქუდითა და სატევრით.

53 skatījumu
 
komentāri
klamantine 20.12.2013

es yvelaperia marto iluziaa

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes