შენთვის
36, Tbilisi, Georgia

გზააბნეული დაგეძებ ყველგან

ვცდილობ გიპოვო, ვცდილობ დაგიპყრო

შორს არ წახვიდე, ნუ მიმატოვებ

მე მხოლოდ შენთვის მინდა ვიცოცხლო.

იცოდე, სადაც ხარ შორს ხარ თუ ახლოს

ყველგან მოგძებნი, მაინც გიპოვი

არსად გაგიშვებ, ვერსად წამიხვალ

ამის გჯეროდეს მინდა იცოდე.

შენი თვალები მუდამ ამას მთხოვს,

რომ არ წავიდე და არ დაგტოვო

და შენ არ იცი, მე თუ მივდივარ, რომ

ჩემი გული შენთან ყოფნას მთხოვს.

შენით ვარსებობ და შენით ვცოცხლობ,

შენ მილამაზებ ამ წუთისოფელს,

ამ ბედუკუღმართ ქვეყანას მხოლოდ

და ქალაქს, სადაც ჩვენ ორნი ვცხოვრობთ

მე შენ მიყვარხარ და არა მძულხარ

მუდამ გახსოვდეს და ეს იცოდე

დრო მოვა როცა შენც იგრძნობ ამას

როგორ მაკლიხარ, ნეტავ იცოდე

ოდესღაც მაინც მოხვალ და მეტყვი

იგივე სიტყვებს, იგივე ფრაზებს

„მე ვრჩები შენთან არსად მივდივარ

აღარასოდეს არ მიგატოვებ“.

19 skatījumu
 
komentāri
xameleon 29.07.2014

გზააბნეული დაგეძებ ყველგან
ვცდილობ გიპოვო............

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes