28.07.2014
dzala
36, Tbilisi, Georgia

”ძალა”

ნუთუ არსებობს ამქვეყნად ძალა,

ძალა, რომელიც თან დაგვსდევს მარად

ძალა, რომელიც გვიღებს ყველა კარს

და აღარასდროს გვიხურავს ამ კარს.

ეს არის გულის, ეს არის ლტოლვის,

თუნდ სიყვარულის, თუნდ მეგობრობის

და მათ ყოველთა ჭირდება ძალა,

ძალა გაძლების და ძალა ბრძოლის.

ნუთუ ცხოვრება მხოლოდ ასეა?

რომ გტოვებს მუდამ ეულს და მარტოს,

არ შეგწევს ძალა დაუდგე მედგრად

და შეებრძოლო ცხოვრებას გრძნეულს.

მაგრამ რა, შენ ხომ სუსტი ხარ

მარტოდ შთენილი, მიტოვებული,

ცხოვრების გზა ხომ ეკლიანია

და მისი კრეფა მწარე და ძნელია.

განიცდი ყოველი ეკლის სიმწარეს,

ლოყებზე ყოველი ცრემლის სისველეს,

ფიქრობ გაუძლებ შენ ამ ყველაფერს,

თუმცა ხომ ამის ძალა არ შეგწევს.

გადიან თვეები, დღეები, წლები,

ფიქრობ, ოცნებობ, ეძებ და ილტვი,

ნუთუ ეს არის მთელი ცხოვრება,

ნეტავი რისთვის ვჩნდებით ან ვკვდებით.

ყოველ ჩვენთაგანს აქვს რაღაც ტვირთი,

რომელსაც ვებრძვით ცხოვრება მთელი

და ბოლოს, როცა ვიმარჯვებთ მასზე,

მაშინ გვაწვება სიკვდილის ხელი.

2 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes