[usernames]'s blogs

jio White
38, Tbilisi, Georgia

ღამით ნათევს გულის დარდი, ვერ იცილებს ფიქრებს ვერსად

მიჩუქნია შენთვის ვარდი, ჩემი გული ეხლაც ფეთქავს
შენი თმების სურნერება, ხვეული და მიმზიდველი
ჩემი გულის გესმის ფეთქვა, გეყოლება ბევრი მთქმელი

შენგან პასუხს დღესაც ველი არ დამისვავს ალბათ კითხვა
დავიჯერო შენ მე მელი, შენთან ყოფნა ისევ მინდა
მომენატრა შენთან ცეკვა სამბა, დისკო, ნელი ვალსი
ჩემი გულის გესმის ფეთქვა, ვერ გავიგე შენი ფასი

სიზმარშიც კი მომელანდა, იქაც გნახე ნაზი ქალი
იქაც ცეკვა მომენატრა არ ვიცეკვოთ ერტად ვალსი?
გულში მუდამ მეყვარები გამჟღავნება მინდა ამის
მტებს და კლდეებს ვეფარები გავაფრინე ალბათ რამის

გახსოვს ერთად რომ ვიცეკვეთ სამბა, დისკო, ნელი ვალსი
ნაზი ხმით რომ შენ იმღერე მაშინ ვნახე შენი ფასი
არ ვიცეკვოდ ერთად ვალსი


"ჩემო ძვირფასო მეგობარო ილია, შენ მიერ ტანიასთვის მიწერილი წერილი უკვე მოვიდა. ვხედავ, თანდათან უახლოვდები დასახულ მიზანს. მსურს ორივეს მოგწეროთ – ეჭვიც არ მეპარება რომ ყველაფერს ეტყვი ჩემი შეხედულების შესახებ. ჩემთვის ეს დიდი შესაძლებლობაა, რომელსაც სიამოვნებით და ამავდროულად შიშით ვუყურებ. მე ასე ვფიქრობ: თუ ადამიანი საკუთარი სიამოვნებისთვის ქორწინდება, ამისგან კარგი არაფერი გამოვა. აქციო ქორწინება ძირითად მიზნად, ისე რომ სხვა ყველაფერი გვერდზე გადადო – ასეთ შემთხვევაში, ქორწინება როგორც კავშირი მასთან ვინც გიყვარს, დიდი შეცდომა იქნება. ეს ძალზედ ნათელია, თუ დაუფიქრდები. მიზანი ქორწინებაა? კარგი დაქორწინდი, მაგრამ შემდეგ? თუ სხვა მიზანი არ გაქვს ცხოვრებაში, ორჯერ უფრო რთული გახდება შენთვის რომ იპოვნო.

როგორც წესი, ადამიანები ქორწინდებიან…





არწივს რად ჰქვია არწივი ?! სულ მუდამ ყივის არ წივის ,
ჭიუხთა ზედამხედველი, ფრთალეგაი და ფრთა-ცივი.
კლანჭებს დეზები უმშვენებს - ძმადნაფიც ჯიხვის ყანწივით,
სიმაღლეს შეეჭიდება, არ ეშინია - ქარ-ცივის.

თუ ნახავ დატყვევებულსა - გიმზერს ვაჟკაცი კაცივით,
არწივს რად ჰქვია არწივი ?! სულ მუდამ ყივის არ წივის !
ღმერთო არა ჰქნა არ ვნახო - ფრთამოტეხილი არწივი,
ის ჩემი ლექსის მუზაა, ჩემი ცხოვრების ნაწილი,

ტიალი წუთისოფელი - არა ყოფილა ადვილი ,
ვგონებ არწივის სიცოცხლე - სიცოცხლე არის ნამდვილი !
კლდისთავს ჩამოთვლემს წამიერ, რაის დაღლა და რის ძილი ,
არწივის თვალმა გაზომოს - ჩემი სიცოცხლის მანძილი !

სიკვდილ სიცოცხლის საზღვარზე - ღვთით ნაბოძები ძალები,
სიკვდილის ფერი ფრთები აქვს, სიცოცხლის ფერი თვალები.
ჩამოუქროლე ჭიუხებს - ფრთალეგაო და ფრთაცივო…


ერთხელ ბედნიერება ტყეში მოდიოდა და უეცრად ის ღრმა ორმოში ჩავარდა. ბევრჯერ სცადა ბედნიერებამ ორმოდან თავისით ამოსვლა, მაგრამ ორმო იმდენად ღრმა იყო, რომ ვერაფრით ვერ ამოვიდა. ზის ბედნიერება ორმოში და ტირის. ცოტა ხანში, ორმოს ადამიანმა ჩაუარა, ბედნიერებამ გაიგო ადამიანი ხმა და ორმოდან დაუძახა:

"კეთილო ადამიანო, ძალიან გთხოვ დამეხმარე და ამომიყვანე ამ ორმოდან".

"სანაცვლოდ რას გამიკეთებ?" – ჰკითხა ადამიანმა

"რა გინდა რომ გაგიკეთო?" – შეუბრუნა კითხვა ბედნიერებამ

"მე მინდა დიდი, ლამაზი და ყველაზე ძვირადღირებული სახლი ზღვის პირას" – მიუგო ადამიანმა

მისცა ბედნიერებამ ადამიანს სახლი, ადამიანს გაუხარდა და გაიქცა თავის სახლისაკენ, ხოლო ბედნიერების შესახებ კი დაავიწყდა.

ზის ბედნიერება ორმოში და ტირის უფრო ხმამაღლა.

ცოტა ხანში კი მეორე ადამიანმაც ჩაიარა. გაიგონა…


ვისია, ქალი ლამაზი, ბოლოს და ბოლოს ვისია?!
ისევ სადაო გაგვიხდა, რაც ჩემ და ჩემი ძმისია.
ჯერ რუსი შემოგვესია,მერე სხვა წამოგვისია,
სუყველამ გულზე გვიკბინა,უბეში ვინც ჩაგვისვია.
ვისია ტურფა ქვეყანა,ეს მიწაწყალი ვისია?
იქნება მართლა არ ვიცით,იქნება მართლა სხვისია.
იქნებ აფსუას ეჭირა ნაპირი შავი ზღვისია,
ანდა ქსანი და ლიახვი ოსების საბრძანისია.
ან ყიზილბაშის სამშობლო, ბოლნისი და დმანისია,
მაშინ დიდგორი რა არი, კრწანისის რა კრწანისია?
არ მოსათმენის მოთმენა ძალიან საძრახისია,
გადაგვავიწყდა ნაომრებს სისხლის გაღების მისია.
რომ აქ მხოლოდ ის ვიგუოთ, ვინც ჩვენთან ძმობის ღირსია,
რადგანაც მიწა ჩვენ ფეხქვეშ მამა-პაპათა ძვლისია.
ვისია ეს საქართველო? უნდა გაირკვეს ვისია!
მისთვის სიკვდილი, კაცებო, სიცოცხლის დასაწყისია


ბოლომდე უყურეთ



ამ ცხოვრებაში სუყველაფერი,

დროებითი და წარმავალია,

რადგან თვითონ დრო წამავალია,

სიყვარული კი დროის წამალია.

რომ არ გიყვარდეს ალბათ ცხოვრება,

დაემსგავსებოდა უაზრო მდინარეს,

რომელიც უაზროდ გაგიყოლებდა,

მოძრაობიდან გამომდინარე.

როდესაც გიყვარს არა ხარ მარტო,

გაუჩერებელი დროის დილამდე,

უნდა გიყვარდეს, უნდა გიყვარდეს,

ვიღაც ყოველთვის უნდა გიყვარდეს!

....................... რადგან ................................

ცხოვრება ზოგჯერ ანკარა წყაროს გავს,

ზოგჯერ კი საოცრად ბინძური ღელეა

და თუ ამ ქვეყნად არ გიყვარს ვინმე,

ეს ყველაფერი .... სისულელეა!


თუ მოგენატრები, აიფეთქე შენში ფიქრები,
შენი ფიქრებით შეარხიე ჩემი ფიქრები...
მზისკენ წამოდი, სხივებს გამოჰყე,
თვალდახუჭული დაგხვდები იქაც,
თვალდახუჭული მესტუმრე იქაც...
… მზეში შემოდი, მზეში ვიქნები...

თუ მოგენატრები, ააზღვავე შენი ფიქრები,
შენი ზვირთებით ააზვირთე ჩემი ფიქრები,
ზღვისკენ წამოდი, ზღვის ქაფს გამოჰყე,
სუნთქვაშეკრული დაგვხვდები იქაც...
სუნთქვაშეკრული მესტუმრე იქაც...
ზღვაში შემოდი, ზღვაში ვიქნები...

თუ მოგენატრები მიმოფანტე შენი ფიქრები,
ფოთლოლთ ჩურჩულში დაიჭირე ჩემი ფიქრები,
პეპლის საჭერი ბადით ხელში
მიეცი თავი ქარიშხლის ვნებას
უხმოდ აჰყევ და გამოჰყევ ნებას...
ქარში დაგხვდები, ქარში ვიქნები...

თუ მოგენატრები, ააფიქრე შენში ფიქრები
ფიქრად ნაფიქრი დაფიქრდება ჩემი ფიქრები
ნეტა, რა ხდება, ან რად ხდება,
და თუ კი ხდება, ფიქრი ვერ ხვდება?...
???...რომ ყველა ფიქრით შენს ფიქრს ვეხვევი
და ყველა ფიქრით შენკენ ვიხრები...???
დღესაც იქუხებს.... ფიქრში გამოდი...

წვიმად მოსული ეს მე ვიქნები...


ჩემი სუნთქვა ხარ!


ამოსუნთქვა ხარ და... ჩასუნთქვა ხარ!

ჩემი გრძნობა ხარ!

ამოხეთქვა ხარ! და... სიცოცხლე ხარ!

ჩემი ლექსი ხარ!

ჩემი სტრიქონი და... ჩემი მუზა ხარ!

დედოფალი ხარ - თბილი ფერია,

რომლის გარეშეც

ჩემთვის სიცოცხლე - არაფერია!


← iepriekšējā 1 2 3 4 nākamā
Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes