[usernames]'s blogs

Giorgi Tsakadze
33, Batumi, Georgia

როცა ყველაფერი დამთავრდება და
თვენივე სახლი ამოტრიალდება,
და თქვენივე მუსიკა დამთავრდება,
და თქვენივე წუთები დაითვლება-
იგრძნობთ მაროობის შიშს...
მერე მიხვდებით, რატომ ვხურავდი ფანჯრებს,
რატომ მტკიოდა ყველაფერი,
რატომ ვაბნელებდი ოთახს და
ვუსმენდი არაფერს...
როცა ყველაფერი დამთავრდება
და სარკეში ჩახედვის შეგეშინდებათ,
იგრძნობთ, რატომ მიყვარდა ტერენტი გრანელი
და რატომ ვუკრავდი არაფერს
და რატომ ვერ იგებდით ვერაფერს...
როცა ყველაფერი დამთავრდება
და თქვენივე თვალები აგკივდებათ
მიხვდებით რატომ ვხუჭავდი თვალებს
და ვუყურებდი არაფერს...
როცა თქვენი ყველაფერი არაფერში გადაინაცვლებს...
მიხვდებით რა იყო ჩემი არაფერი...

ბებე




***
შენ არაფერში ეძიებდი ფილოსოფიას,
და ეს სრულქმნილი არაფრობა სეტყვავდა სხეულს,
უმადურობა! მადლიერთა მწარე ფობია
და შენ ავლებდი სტროფებს შორის პარალელს შვეულს.
ვიღაც ვერ ხვდება, ჭეშმარიტი არაფერია,
და ვერ დაკრული მუსიკები შენი ფერია
ქუჩას უმუცლო ორსულები შემორჩენია
და ბოლოს ხვდები - არაფერი ყველაფერია!



ელეგანტი



ყველაფერს ვივიწყებ იცოდე, ყველაფერს
მე მხოლოდ ყავას და შენს ჰაერს ვიტოვებ,
და თუ ეს ლექსები სულს ისევ შეარხევს,
ამათი თანხლებით მოგართმევ მიმოზებს.

მიყვარხარ და ვსუნთქავ კვლავ შენი ჰაერიით...


ჩვენ, არტისტები ვიბადებით ფილოსოფიად,
და აღგვიქვამენ ღონემიხდილ ნაწილაკებად,
გულზე, ათასი საზიზღრობა შემომსტროფვია,
და საკუთარი თავი მიყვარს უფრო ნაკლებად.

ჩვენ, არტისტები ვიბადებით ფილსოფიად,
ერთ პოეტს მინდა დავეთანხმო თავის ფრაზაში,
"ჩვენი სიცოცხლე შემართული თითქოს თოფია"
თავისუფლების, სიგიჟემდე ლამის თამაში.


ჩვენ, არტისტები ვიბადებით ფილოსოფიად ,
საკუთარ თავსაც ვერ შევიცნობთ ერთის ჯერადად,
მეც არტისტი ვარ, ბედისწერამ ამიყოლია,
უფერულობა, სცენის მტვერმა გამიფერადა.


P.S პატარა გავლენა, ლევან დევაძის ლექსისა "გარდაცვლილი სიკვდილი" , რომელმაც ამიყოლია ალბათ და დიდი ხნის მერე როდესაც ის ლექსი ხელახლა შემხვდა, აჭმოვაჩინე რომ თურმე ჰგავს ეს იმას რაღაცნაირად.


გარდაცვლილი სიკვდილი

დამარცხებული დეპრესია იგრძნობა ჩემში,
მიქუხს სიწყნარე მყუდროებით განამწარები.
ეს სიკვდილია, დამიჯერეთ, გულიდან ვერ ვშლი,
არადა დროა ამ სიკვდილის გარდაცვალების.

როდის წამსკდება თვალებიდან უაზროდ ცრემლი?
როდის გავხდები მატიანე საკუთარ თავის?
გაქრა ის ღმერთი…


რა მტკივნეულია, იცნობდე სიცოცხლეს
და სიკვდილს დღითიდღე ზედმეტად ელოდე,
გპირდები, მე შენთვის ზეცამდე ვილოცებ,
გპირდები, შემინდობ რაც შენთან შევცოდე.


სიყვარულს ვიბრალებთ დღეს უფრო, ვიდრე ხვალ
გაგვაქრობს ფიქრების რითმული მარშები,
თუ მართლა გიყვარვარ, ზეცაში წამოხვალ,
ღრუბლიდან პოეტებს წავეთამაშები.


ოხ, როგორ მომბეზრდი პატარა ოხერო,
მიყვარხარ გულში და გულამდე მიყვარხარ,
გურულო, ხევსურო თუ მთიულ-მოხევო,
ის მაინც ვიცოდე საერთოდ ვინა ხარ.


უბრალოდ მომბეზრდა, შენი დედამიწა
მარტივი ზმნების და ცოდვების სალაგი,
დამშვიდდი! არ ვღელავ, უბრალდ გამიწყდა
მეშვიდე ნერვი და ჰაერის მარაგი.

არ მიჭირს სუნთქვა და მაინც ვერ ვიკმარე,
შენი ნაჩუქარი სასუნთქი მასალა...
გადავთვლი აქედან სახლამდე იარდებს...
მანძილმა ძალ-ღონე მთლად გამომაცალა.

შენაც ფიქრობდი რომ წამია სიცოცხლე?!
ოდესღაც, მეც თითქოს არ მწამდა მომავლის,
მუხა გევედრები ფეხს ნუღარ იკოჭლებ,
იცოდე ვიღაცა მოვა და მოგაჭრის,


მუხა ბებერი ხარ, და მგონი უტვინო,
ჩემს ბოდვას შენ გარდა არავინ იამებს,
ვიცი რომ რთულია შეშლილებს უსმინო,
იცი? მთვრალი ვარ და იმიტომ მიმართლებს.


ვიცი... გამარჯობით არ დავიწყებ,
ჰო, მე ის უმსგავსო პოეტი ვარ,
ბებო რომ გიქსოვდა შალის წინდებს
და რომ დაგცინოდი მოედნიდან -

სადაც ისევ ერთად ვთამაშობდით,
წყენა-გაქარწყლებულ არტემიდას,
მე რომ აგიშალე ბოლო ნოტი,
წვიმა რომ გდიოდა თვალებიდან.

ახლა, ისევ ლექსით ვიცვლი სახეს,
შენი მოფერების პოვნა მინდა,
ჩვენ ორს სიყვარული დაგვიმარხეს,
ღმერთთან ვერ მოგწვდები არტემიდა.

ვიცი... მშვიდობით არ დავამთავრებ,
ჰო, მე კვლავ გონება დამებინდა,
ბებო რომ გიქსოვდა შალის წინდებს,
მე კი დაგცინოდი არტემიდა....


შენ, დღეს მარტივად ჩემი სისხლით სახეს მოიბან,
ჩამოგცვივდება მკერდს და ხელს შუა ურცხვი დალალი,
ერთი ნამცეცი სინდისიც არ შემრჩა ზოდიდან,
რომ შენს წინაშე, წუთით მაინც მერქვას მართალი.

შენ ეწაფები ძარღვებიდან უგემურ სითხეს,
ფერიც აღარ აქვს მდუღარე და მუქი წითელი,
გრჩება შეგრძნება, რომ სამოთხის კარიდან გიხსნეს,
მოშხამულ ყვავილს ჰგავხარ თითქოს, ისე ილევი -

ჩემს მკლავებსა და ტკივილს შორის, გამხეცებული
მიჭერ ხელებს და თან გინდა რომ სული ამხადო,
მე ისევ ისე უდრტვინველად მრჩება სხეული,
და ჩუმი კვნესით შეგღაღადებ, როგორც სახადი.

მანიაკალურ ზმორებში გადავარდნილმა,
მე ის შევცოდე, რამაც შენაც ჩემებრ გაქცია,
შენმა პატარა გოგონამ და მინდვრის ყვავილმა,
დღეს ყველამ ერთად განვიცადეთ ლიკვიდაცია.


სასაცილო არის ჩემი ბედისწერა უკვე რახანია,
მიძღვნებს დავეჩვიე, ჰოდა რა მიშველის?! თუ მუზები არა,
ახლა ეს ქალღმერთი, ჩემში შემოჭრილი, შენ ხარ, ნატალია,
თითქოს გრძნობა სხეულს მოსწყდა და, დროებით, ღრუბლებს მიეფარა.



ცოტა შევიშალოთ, ცოტაც გავცელქდეთ და ბავშვურ სისულელით
ღამეს გავუძახოთ იქით, სადაც მხოლოდ თეთრი პალმებია.
აღვირახსნილობად რომ არ ჩაგვითვლიდნენ, მზესაც ავუშვებდით,
მთვარეს გავუმხელდით, მისი მარტოობა როგორ გვყვარებია.



თვალებს გიციმციმებს, წელში მოტეხილი შუქის ანარეკლი,
იცი? ახლა უფრო ჰგავხარ "სერაფიტას", ვიდრე უწინ, ნატა!
გულიც გამიმთელდა, გახსოვს? შვეულად რომ მქონდა გატეხილი,
რაზე ვოცნებობდი? ... შენი სილამაზე რომ გადამეხატა,


რაღაც წამოთენდა, უკვე, უნდა გითხრა, ძლიერ გამითბილდი,
ყველა ემოცია ჩემთვის, უფრო მეტად, გრძნობის შესატყვია,
ვიცი, საბოლოოდ, პოეტს დამარქმევენ, მაინც მარტო ვივლი,
ჰოდა, ყველა ლექსი ჩემი ცხოვრება და ჩემი სპექტაკლია.


Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes