07.08.2018
qveyana
66, Грузия

უმუშევრობამ და გაჭირვებულმა ცხოვრებამ დაძაბა ურთიერთობა მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. მოსახლეობის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გარბის სამუშაოთ რათა თავიანთი და შვილების ცხოვრება გაიუმჯობესონ და ცხოვრების დონე აიმაღლონ მონური შრომით . ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და დასაქმება ხელისუფლების ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს.საერთაშორისო ბაზრის მოსაპოვებლად ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას რაც ხელს შეუწყობს მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის განვითარებას და ხალხის დასაქმებას. საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე ბევრი სახელმწიფო ცდილობს დააკარგვინოს სამუშაო ადგილები და წარმოება უცხო ქვეყნების მოსახლეობას და გახადოს თავისი ქვეყნის წარმოების პროდუქციის გამსაღებელი. მქონდა სურვილი რამდენიმე პროექტი წარმომედგინა ქვეყნის განვითარებისათვის და მოსახლეობის დასაქმებისათვის თუმცა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები მოსახლეობის აზრის მოსმენა და ანალიზის გაკეთება მიუღებლათ მიაჩნიათ და მალე კრიტიკულ მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეთ.რადგან მოსახლეობის მოთბინება კრიტიკულ ზღვარზეა და ხალხი შეეცდება ხელისუფლების შეცვლას. ვფიქრობ დროულათ გაითვალისწინებთ ჩემს მოსაზრებებს და კომპეტენტური პირები მომისმენენ და დროულათ გაითვალისწინებენ მოსახლეობის მოთხოვნებს.

93 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут