გაიღიმე, სხვა ძალა აქვს რადგან სიცილს.
41, Тбилиси, Грузия

გაიღიმე, მერე რა რომ გული გეწვის,
დამიჯერე უძლური ხარ ღმერთის ხატო,
ჯერ წინა გაქვს გზები ვიწრო, უფრო ბეწვის, ...
არასოდეს ჰკითხო უფალს_ნეტავ რატომ?!

გაუღიმე ცხოვრებას და გახსენ წარბი,
გამოსტყუე ერთი ნაღდი სიხარული,
მერე რა, თუ ისე არვის შეუყვარდი,
შეგძლებოდა ფრენა, არა სიარული.

ერთი დილა, ერთი ღამე, ერთი მზერა,
სამოსივით მოირგე და გაიხარე,
გვერდზე აგცდა ხედავ შენი ბედისწერა,
მუდამ ასე დაღვრემილი გსდევდა მთვარე.

გაიღიმე, მოასწარი, კაცთა გულებს,
შეეხე და კიდევ ერთხელ მოეფერე,
მერე რა, თუ არ გჩუქნიან თაიგულებს,
არ დაღონდე, ადექი და ლექსი წერე.

გაიღიმე, გაღიმება კურნავს რადგან,
დღეს ოცნებას ფერი დაჰკრავს ფოთოლცვენის,
გაიღიმე შემოდგომაც უკვე დადგა,
თუმცა ალბათ გაზაფხული უფრო გშვენის.

თვალს ახელ და ეს ცხოვრება გასულია,
დილა თუ გაგითენდება ღმერთმა იცის,
დღევანდელი, ხვალე უკვე წარსულია,
გაიღიმე, სხვა ძალა აქვს რადგან სიცილს.

/ნანა მეფარიშვილი/

იხილეთ მეტი

12 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут