17.01.2012
ase ggonia?
72, Kutaisi, Gruusia

ასე გგონია ვეღარ დავწერ დღეიდან ლექსებს?
ასე გგონია ერთადერთი შენა ხარ მუზა?
ლექსთა სამყაროს მარადიულ შენ ადგენ წესებს
მღვრიე აზრებში როცა ისურვებ ჩაუშვებ ღუზას?
შენ ჩემს სიტყვებში ალბათ ისეთს ვერაფერს ხედავ,
ეგ მკაცრი გული მცირე გრძნობით მაინც აგევსოს
ვიცი ცინიზმით, ალბათ ხშირად თქმასაც გაბედავ:
“ცოტა აკლია, რასაც უნდა იმას დაწერსო,
არავინა ყავს განმკითხავი , არვინ სთხოვს პასუხს,
რეალობაში ვერ პოულობს გიჟი იმედებს
აურევია, ვერ არჩევსო აწმყოს და წარსულს ,
მბჯუტავ სინათლეს ჩაბნელებულ ლექსებში ეძებს.”
მაგრამ გახსოვდეს მბორგავ ტალღებს შენ ვერ ჩაახშობ,
თუნდაც შეასკდეს გრძნობის გემი კლდოვან ნაპირებს
თუნდაც მორევმა ჩამითრიოს , თუნდაც დამახრჩოს
დამარცხებულიც ავასრულებ ჩემს დანაპირებს.

1 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.