16.12.2011
shemodgoma
35, Tbilisi, Gruusia

შემოდგომა,
გაყვითლებულ ფიქრებს ათოვს...
მზე,
ღრუბლებში უმიზეზოდ შემალულა...
მზე კი არა, ისევ შენი მზერა მათბობს...
მინდა ფრენა,
მაგრამ ფრთები დაღალულა...

შემოდგომა,
გაყვითლებულ ფიქრებს ერთვის...
და მზე,
თავზე უსაშველოდ სხივებს გვაღვრის...
სხვა კი არა, მე ვღიღინებ ისე... ჩემთვის...
მინდა ფრენა,
მაგრამ ვიცი, ფრთები დამღლის...

შემოდგომა,
გაყვითლებულ ფიქრებს არწევს...
ნელი სიო,
სუნთქვასავით იწყებს შრიალს...
შენი სუნთქვა, ჩემს გულამდე მაინც აღწევს...
მინდა ფრენა,
და უშენოდ ვიწყებ ღრიალს...

შემოდგომა,
გაყვითლებულ ფიქრებს ავსებს...
ვიცი,
მალე დაზამთრდება, ისევ მოთოვს...
სიყვარული მეფერება ფიქრით სავსე...
მინდა ფრენა,
გული ისევ შენით შფოთობს...

შემოდგომა,
გაყვითლებულ ფიქრებს ელის...
და ფოთლები ეცემიან მიწას მძიმედ...
უშენობით,
ჩემი გული ვეღარ მღერის...
მინდა ფრენა,
ნუ მომიკლავ ახლა იმედს...

7 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.