თუ ვერ დავბრუნდი...
52, Tbilisi, Gruusia

თუ ვერ დავბრუნდი ჩვენი გრძნობით აგებულ გზებზე
ეს მონატრება ღიმილნარევ დარდებს შენისლავს,
გთხოვ,არ იტირო რომ ვერასდროს ვეღარ მიხილავ
რომ ვერ შევხვდებით მთვარის შუქზე ფოთოლცვენისას.

დასათვლელ დღეებს შერისხავენ ცივი ქარები
და მოგონებებს ვისაკუთრებ გამხმარ რტოებად,
თუ ვერ შევძელი სამოთხეში შენს სულთან ყოფნა
ვიცი რომ შემშლის ჯოჯოხეთში განმარტოება.

ვიცი გეტყვიან მერე ჩემზე ათასგვარ ჭორებს,
უჩემობაზე ცინიზმით რომ გული იჯერონ,
"არ უყვარდიო,დაგტოვაო" გეტყვიან ვიცი,
არ დაიჯერო,ძალიან გთხოვ, არ დაიჯერო.

არა,არ მინდა უშენობა ჭკუიდან შემშლის,
მონატრებისგან მერამდენე ღამეს განვიცდი,
თუ ვერ შევძელი შენს ფიქრებთან მოახლოვება
ამ უსასრულო ლოდინისთვის ნუღარ დამიცდი.

ოცნებებს ვებრძვი გადაღლილი ჰორიზონტიდან,
დღეს ბევრი მიხვდა,დარდიანი მგავდა ბუნება,
თუ ვერ დავბრუნდი ჩვენი გრძნობით აგებულ გზებზე
გთხოვ,მაპატიე შეშლილ პოეტს არდაბრუნება.
ნიკა კვესელავა

1 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.