გივი ალხაზანაშვილი დღიურის ფრანგმეტები
35, Tbilisi, Gruusia

"მიდიან,მიდიან....სად მიდიან? ალბათ იქ უკეთესია სადაც მიდიან.რამდენი რამ დამიგროვდა სათქმელი...თითქოს ჩემს თავს აღარ ვეკუთნი.... იყო დრო, როცა ერთად ვიყავით, არის დრო, როცა ერთად აღარ ვართ. მოვა დრო, როცა ერთად ვიქნებით. ჩვენ ყველანი პირობითობის ოკეანეში ვტივტივებთ"

"მათხოვრის გამოწვდილი ხელი უფრო დიდ სიმართლეს მეუბნება, ვიდრე ის ხელი, ტელეეკრანთან გაბედული მოძრაობით რომ გადაისახავს პირჯვარს."

"დრო აღარ გამყავს, უფრო საქმიანად ვცხოვრობ."

"უცნაური აღმოჩენაა, ზოგჯერ აშკარად ვგრძნობ ისევე მსწავლობენ და მაკვირდებიან საგნები, როგორც მე ვსწავლობ და ვაკვირდები მათ."

20 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.