ქეთევან ჭილაშვილი - და-ძმა
35, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

ნიკო და ლიზიკო სახლის უკან, კაკალქვეშ ისხდნენ, წენგოიან1 კაკალს ამტვრევდნენ და გემრიელად შეექცეოდნენ.
უბეები რომ დაიცარიელეს, ნიკომ ქვები მოაგროვა და კაკალს დაუშინა, ლიზიკო კი ასაკრეფად გაიქცა.
_ ვაიმე, დედა! _ უცებ ლიზიკომ თვალზე ხელი იტაცა.
_ ქვა ხომ არ მოგხვდა? _ შეშფოთდა ნიკო.
_ კაკალი დამეცა...
_ სუ, ნუ ტირი, მოგირჩება, _ მიეფერა ნიკო.
დედამ ლიზიკო ექიმთან წაიყვანა. უკან სლუკუნით მისდევდა ნიკო. ექიმმა გოგონა დააიმედა, საშიში არაფერია, თვალი მალე მოგირჩებაო.
საღამოს და-ძმა ტახტზე ისევ ერთად თამაშობდა.
_ ლიზიკო! შენ რომ თვალი გაგფუჭებოდა, ჩემსას გაჩუქებდი, _ უთხრა თანაგრძნობით ნიკომ.
_ ეგ რამ გაფიქრებინა? როგორ გაგიმეტებდი? აბა, დამაკვირდი: მე თაფლისფერი თვალები მაქვს, შენ კი _ ცისფერი! _ მიეალერსა ლიზიკო.
_ მე მაინც გაჩუქებდი... _ წაილუღლუღა ნიკომ.

8 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti