01.08.2012
aleqsandria
58, Tsalenjikha, Gruzja

მიხეილ კუზმინი

( ალექსანდრიული სიმღერებიდან )

მე რომ ძველი დროის მეფე ვყოფილიყავ,
რომს და ეგვიპტეს დავიპყრობდი,
ფარაონს დავამხობდი,
ავიგებდი ჩემთვის
ხეოფსის პირამიდაზე მაღალ პირამიდას
და ვიქნებოდი
ეგვიპტის ყველა მკვიდრზე დიდებამორჭმული.

მე რომ უწიგნური ქურდი ვყოფილიყავ,
მენკაურის სამარხს გავძარცვავდი,
თვლებს ალექსანდრიელ ვაჭრებს მივყიდდი,
შევიძენდი მიწებს და წისქვილებს
და ვიქნებოდი
ეგვიპტის ყველა მკვიდრზე მდიდარი მფლობელი.

მე რომ ვყოფილიყავ მსგავსი ანტინოეს,
რომელიც წმინდა ნილოსში დაიხრჩო,
ჭკუაზე შევშლიდი ყველას სილამაზით,
ჩემსავ სიცოცხლეში ტაძრებს ამიგებდნენ
და ვიქნებოდი
ეგვიპტის ყველა მკვიდრზე უსაჩინოესი.

მე რომ უბრძენესი კაცი ვყოფილიყავ,
მთელ ჩემს ქონებას ღატაკებს მივცემდი,
უარს ვიტყოდი ყოველგვარ საქმეზე,
სხვათა მტილოვანში ვიმუშაკებდი
და ვიქნებოდი
ეგვიპტის ყველა მკვიდრზე თავისუფალი.

მე რომ ვყოფილიყავ შენი მონა ბედკრული,
ჯაჭვით დაბმული ვიჯდებოდი ხაროში,
ანაზდეულად,წელიწადში ერთხელ
შენს ოქროს ხამლებს თვალს შევავლებდი
და ვიქნებოდი
ეგვიპტის ყველა მკვიდრზე უბედნიერესი.

Liczba odwiedzin: 1
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut