11.03.2012

ამდენ მონატრებას და არეულ ფიქრებს,

როგორ სცოდნიათ დაღლა,

ახლა შენთან მინდა და ამ ამბოხებას

ვერავინ დამიშლის ალბათ.

მაგრამ რომ მოვიდე,რისთვის მოვედიო,

ანდა რა მინდაო,რა ვთქვა?

შენ რომ ვერ გაიგო,ჩემი ტკივილები,

შენ რომ ვერ მიმიხვდე რა ვქნა?

უკან დასახევი გზები მოჭრილია,

გამოსავალიც არ ჩანს,

შენ უნდა გაიგო როგორ მიყვარხარ

ეს ერთი იმედიღა დამრჩა.

2 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor