სიყვარულის გაზაფხული
55, Washington, SAD



გაზაფხულმა ჩუმად მითხრა:

– სიყვარული გეძებს!
ულამაზეს ყვავილებად
შემომჯდარა ხეზე...

პირველ ელვად დაგრუხუნებს,
ამოსულა იად,
თვალი ხომ არ მოგიკრავსო,
ეკითხება ნიავს!

მერცხალივით მოჭიკჭიკეს,
ღაწვს უნამავს ცრემლი:
იმ გოგონას დავეძებო,
ისევ იმას ველი...

ციცქნა ჭიამაიები
მზვერავებად ჰქრიან,
ამ ყველაფერს სიყვარულის
გაზაფხული ჰქვია.

შენ კი... შენ კი დამალულხარ
მაგ ვერცხლისფერ თმაში,
აბა, როგორ გიპოვისო,
ბავშვი იყავ მაშინ.

გაზაფხულმა ჩუმად მითხრა:
– სიყვარული გეძებს,
ულამაზეს ყვავილებად
შემომჯდარი ხეზე!

ნინო მღებრიშვილი

1 მარტი 2016



70 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta