ახალწლის ღამეს გინატრებთ მეკვლედ,
და სიყვარულო, ნუ გაგვაწბილებ,
ვისაც ოცნება უსაზღვროდ გვიყვარს,
შენი სინაზე გაგვინაწილე.
ყველა ქალსა და ყველა გოგონას,
გულის ფიცარზე მიუკაკუნე,
რომ გრძნობდეს ყველა, როგორ ირხევა
მთვარე – ლაჟვარდის ვერცხლის საყურე!
ყველა ბიჭსა და ყველა მამაკაცს,
თავდავიწყებით ტრფობა ასწავლე,
რომ დაინახონ მთრთოლვარე ცრემლი,
შეყვარებული ქალის წამწამზე!
There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!