წამები დროს
37, Tbilisi, Грузија

გაბაგამები ყველაფერს აფუჭებს, დიაზეპამი ტკივილს ვერ აყუჩებს, ბოლოს თავში დაიშენ მაგ ჩაქუჩებს და სადღაც ქარში მოიჭამ მაგ ტუჩებს, მერე ვიღაც სილუეტი საბუთებს მოგთხოვს, რაც არის იმას გააბუქებს, მე მგონი, შენ ისევ წარსული გაწუხებს, მე მგონი, წარსული არც უნდა დაბრუნდეს ...

(მომისმინე) იცი რა ?! - მოცემულობამ ჩემზეც იცინა, მომისმინე, იცი რა ?! - არ ვიცი რა არ ვიცი, ვიცი რა ... მომისმინე, იცი რა ?! - აქ მე მგონი ყველამ დაიძინა, მომისმინე, იცი რა ?! - მიწად იქცევი, მოხვედი მიწიდან...

ჩვენი წინაპარი მღეროდა დღეზე, რომელიც იქნებოდა მზიანი, დღემდე პასუხი ვერ ვნახე კითხვაზე: „კაცია ადამიანი ?!“ და ჩემი ეს გულწრფელობა მიიღე, - მიიღე, რომც იყოს გვიანი, „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მრტიანი“

მტვრიანი თროდან ვიღებ ამ ფეტიშებს, სხვა რეალობაში გეპატიჟბი, ალბათ საგიჟეთში რომ აღარ შემიშვეს, ამიტომ მოვიდნენ ჩემთნ გიჟები, თუ გინდა იყავი, ხელს თუ არ შემიშლი, თუ შენთვის წყნარად და ჩუმად იჯდები, ოდესმე შენც დაინახავ თავს სარკეში, თუ მე ყურადღებით დამაკვირდები...

თუ ინტელექტი ცოდნას ვერ იტევს, უინტელექტო ცოდნას ერიდოს, შენ ისევ იცავ ამ ცრუ ეტიკეტს, მე შეუძლებელია არ მეკიდოს, მე დაგიხოცავდი ფავორიტებს, მე შეგნებულად არ ჩავები ომს, მაგრამ უნდა შევეშვა, ვინც ვერ იგებს და უნდა ვაჩუქო წამები დროს !

მეც აქ ვარ, შენც აქ ხარ, დახუჭე თვალები, ნურც ეხლა, ნურც მერე მზეს ნუ მოეფარები, თუ ისევ გაწვიმდა გადაგეფარები და თუ ჩემთან არ გინდა, ღიაა კარები.

გადი და ხმამაღლა თქვი, რომ მე სახელი არაფერს არ დავარქვი, არ მინდა ტიროდე, მინდა დაგიჭირო თუ სადმე გადავარდი, ზუსტად ვიცოდი არ მომასვენებდა კვირა, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს ვათენებ, იქნებ მეც მივიღო სხვა შაბათი.

მეც შენსავით დიდ გაუგებრობაში ვარ, მაპატიე თუ აპათიაში ვარ, რაში მჭირდება მე შენი ტაში, შოკოლადი გააძერე, ჯერ ისევ ბავშვი ვარ. არა მე საერთოდ არ ვღელავ იმაზე, სად ვარ, როგორ ვარ, ვისთნ და რაში ვარ, მე მაჩუქეს ეს პლანეტა და სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან სახლში ვარ ...

როცა მე აქ ვარ, როგორ შეგიძლია, მელაპარაკებოდე ვიღაც სხვებზე, მე უკვე გაგეცი პასუხი და კვლავ გიმეორებ პასუხს კითხვებზე, პატივი მე მეცი, მაგრამ დამოკიდებული ნუ იქნები ჩემზე, ყველაფრის დედას შ*ვეცი. თუ შენი თვის არ იქნები იმედზე !

თუ ინტელექტი ცოდნას ვერ იტევს, უინტელექტო ცოდნას ერიდოს, შენ ისევ იცავ ამ ცრუ ეტიკეტს, მე შეუძლებელია არ მეკიდოს, მე დაგიხოცავდი ფავორიტებს, მე შეგნებულად არ ჩავები ომს, მაგრამ უნდა შევეშვა, ვინც ვერ იგებს და უნდა ვაჩუქო წამები დროს !

2 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes