მხოლოდ საქართველოში: დედა ეუბნება შვილს,როდესაც მას რამე უჭირს ,,ვაიმე შვილო,შენ მოგიკვდეს ჩემი თავი”. მხოლოდ საქართველოში: დედა სიცოცხლის ბოლომდე ეხმარება შვილს მიუხედავად იმისა,მას უჭირს რამე თუ არა. მხოლოდ საქართველოში: დედას როგორ ძალიანაც არ უნდა ჭირდებოდეს ექიმთან წასვლა,უკანსაკნელ კაპიკსაც შვილს მისცემს, იმ ფიქრით რომ, ,,ჩემს შვილს გულს არაფერი დააკლდეს თანატოლებში არ დამეჩაგროსო”. მხოლოდ საქართველოში: დედა ასე მიმართავს შვილს, ,,ჩემო ერთა” ჩემო ოცნება, ჩემი სიყვარული ,ჩემი სიცოცხლე,ჩემი ანგელოზი. მხოლოდ საქართველოში: დედას შეუძლია გვიანობამდე არ დაიძინოს და დაელოდოს,თუ მისი შვილი სახლში არ არის, მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ოხრავს ძილში,ისე სევდიანად,რომ თვალზე ცრემლი მოგადგება მის შემყურეს. მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ზრუნავს შვილზე ისე…
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი
შენი შავი თმის ბუჩქი
ეგ თეთრი შუბლის სერი
თვალები გიშრისფერი
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თითი
ო, იცი როგორ მიყვარს,
ოდნავ შეხებაც მათი,
ო, იცი როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი
მე დარდიც მიყვარს შენი
შენი ღიმილიც ფართო
მე ცრემლიც მიყვარს შენი
შენი კისკისიც მართობს
მე შუქი მიყვარს შენი
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი....
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ
მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ...ძლიერ... ძლიერ
მთელი გრძნობით და ძალით.
მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით
გულის ძგერის ხმა მესმის
შენი ხმა არის ისიც,
შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ
შენს დარდს ვატარებ…
მინდა რომ ძალიან ლამაზად მიყვარდე,
და შენც ოცნებებში ღამეებს ათევდე,
მინდა რომ შენს გვერდში სიცოცხლეს ვფიცავდე,
და შენც მონატრების წყვილ სანთელს ანთებდე.
მინდა რომ რიჟრაჟი შენით მოდიოდეს,
შენთვის იგუგუნუნ ამ ქვეყნად ზარებმა,
შენს გვერდში წუთები აღარ გადიოდეს,
და მწუხრი გაფანტონ მძვინვარე ქარებმა.
მინდა რომ სიცოცხლე სიკვდილზე გავცვალო,
და შენით მოვიდეს ჩემი აღსასრული,
თასი სიყვარულის ბოლომდე დავცალო,
და თუნდაც ეს იყოს მწარე დასასრული.
მინდა რომ მიყვარდე, ძალიან, ძალიან,
შენს გვერდში ვიყო და სულ მენატრებოდე,
მინდა ჩიტი იყო და მე კი გალია,
და შენს ნაფეხურებს მტვრად ვეგებებოდე.
მინდა სალოცავში 100 ჯერ დავიფიცო,
და თუ საჭიროა გთხოვო პატიებაც,
მინდა რომ ჩემს ირგვლივ ყველას დავუმტკიცო,
რომ არ უწერიათ გრძნობებს გაციება.
შენ ქართველი ხარ– შენ ხარ მებრძოლი!
შენ ქართველი ხარ– შენს მტერს ებრძოდი,
შენ ქართველი ხარ– შენ ხარ ერთგული,
ქართულად გიძგერს მუდამ ეგ გული.
შენ ქართველი ხარ– შენ ხარ ძლიერი,
ქართველი ხარ და გაქვს მგლის იერი,
ქართული გული არასდროს ბერდება,
მასზე ვერასდროს ითქმება ხნიერი.
შენ ქართველი ხარ– არიცი ღალატი,
ქართველი ხარდა შენ იცი ძმობა,
შენ ქართველი ხარ– შენ ხარ ვაჟკაცი,
არ გეშინია– იბრძოლებ ასკაცში.
შენ ქართველი ხარ– შენ იცი ვაზი,
შენ ქართველი ხარ– შენ იცი ღვინო,
შენ ქართველი ხარ– შენ იცი თრობა,
არ გავიწყდება ქალისთვის ტრფობა.
შენ ქართველი ხარ– შენ იცი ქალი,
შენ ვაჟკაცi ხარ და არ ხარ მხდალი,
შენ ქართველი ხარ– მუხლს უდრეკ ქალებს,
ქართველი მუდამ პატივს სცემს მანდილს.
შენ ქართველი ხარ– შენ იცი ერი,
ქართველობისთვის გაფასებს მტერი,
ქართველი რომ ხარ– შენ…
ჩამოასხი, მერიქიფევ, აბა, მალე, პირნაკლული ყველაფერი მეზარება,
სულ პირამდე ჩამოასხი, ერთსაც დავლევ და ვინც მიყვარს, უფრო მეტად მეყვარება. ჩამოასხი, მადლიანი ყურძნის წვენი,
კიდევ ვიგრძნო ჩემი სისხლის მდუღარება, ჩამოასხი, აბა რად ღირს ყოფა ჩვენი,
თუ ღვინოში ვერ ჩავკალით მწუხარება.
იმ დალოცვილ ომარსა და ჯალალედინს, თუკი ასე ჰყვარებიათ ეს ზედაშე,
ჩვენ ვინა ვართ,მეგობარო, იმათ გვერდით, რად გაგვკიცხონ ლოთობისთვის დღეს მე და შენ?!
ჩამოასხი, ყურძნის წვენმა მეც მაამოს, ჩამოასხი!.. ჩემზე იყოს მაგის ვალი,
თუ სიკვდილი მიწერია ამ საღამოს, მირჩევნია, მირჩევნია მოვკვდე მთვრალი... ...ჩამოასხი!.. მერიქიფევ, აბა, მალე! პირნაკლული ყველაფერი მეზარება,
სულ პირამდე ჩამოასხი, ერთსაც დავლევ და ვინც მიყვარს, უფრო მეტად მეყვარება. ქართულ ღვინოს, ქართულ…
ერთ დღეს შენ მოხვალ და მკითხავ თუ რა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, სიცოცხლე თუ შენ… მე გიპასუხებ სიცოცხლე და შენ მიმატოვებ, მაგრამ შენ არ იცი რო შენ ხარ ჩემი სიცოცხლე.იყვარდეს ყველა, გძულდეს არავინ, იცოცხლე ყველასათვის, მოკვდი ერთისთვის. შენ თუ ჩიტი ხარ, მე ცა ვარ, შენი სიყვარულის გარეშე ფრენა არ შემიძლია, როცა მიმატოვებ მოვკვდები შეიყვარე შენი თავი, ვიდრე ვინმე სხვა შეგიყვარებს. სიყვარული მინის ნატეხს გავს, თუ ძალიან მაგრად მოკიდებთ ხელს ის ხელებში შემოგემსხვრევათ, თუ ძალიან რბილად, დაგივარდებათ და გატყდება.რატომ წარმოადგენს ვარდი სიყვარულს, როდესაც ის ყოველთვის კვდება. სიყვარული ხილს გავს, შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს,მაგრამ არ უნდა უკბიჩო ვიდრე არ დამწიფდება. მე მიყვარს მზე დღისით,…
წვიმს ახლა გარეთ,აღარც მთვარეა ცოტას დავიცდი
იქნებ სვავს სადმე,იქნებ მზესთან ტკბობას განცდის
თუ დავიძინო? რას ველოდო მოკლედ არვიცი...
წვიმს ახლა გარეთ,შენ კი ისევ მიყვები ბილიკს,
ხო ვგრძნობ ახლა,ფეხშიშველი გრძელი ნაწნავით,
როგორ მიდიხარ, ან რა გინდა შენ თვითონ გიკვირს,
მე კი ტკივილებს მოვიშუშებ ღამის ნამწვავით...
ლამპიონები ფეხდაფეხ დაგდევს სანაცვლოდ მთვარის,
და გაწვიმს ახლა, ისე გაწვიმს ვერც კი გებულობ,
სულის შებერვით ვაქრობ სანთელს, და ვტკბები ღამის
ცელქობით ჩემთან,ჩემს ოთახში დრო სწრაფად გადის...
და წვიმს მაინც, იწვიმებსო ამბობენ დიდხანს,
აღარ ველოდოთ მაშინ არც მზეს,აღარც მთვარეს აღარ ველოდოთ,
შენ არ ჩერდები,შენ შენთან ერთად ღრუბლებიც მიგყავს
და მიუყვები მწკრივებს ისევ,ლამპიონების...
და გაწვიმს ახლა, ჩამოგშლია მხრებზე…
ყოველთვის ეცადე იყო ის,ვინც სინამდვილეში ხარ და არა ის,ვინც უნდათ რომ იყო.....გიყვარდეს ის ვინც მათლა გულით გიყვარს და არა ის ვისაც უნდა რომ უყვარდე....კეთილი საქმისთვის სამაგიერო არ მოითხოვო,რადგან სიკეთე მზესავითაა,ანათებს და ათბობს... თუ სიყვარული დაგტოვებს,არ გაეკიდო,რადგან არ ყვარებიხარ ისე, როგორც იმსახურებდი...უერთგულე იმას,ვინც მართლა ერთგულების ღირსია და არა იმას,ვინც გეფიცება....დაეხმარე იმას,ვისაც მართლა დახმარება სჭირდება და არა ინას,ვინც მოითხოვს,რომ დაეხმარო....რთულ და გადამწყვეტ მომენტში ცივი გონებით განსაჯე, რადგან მრისხანებამ შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა ჩაგადენინოს....დაიჯერე ის რასაც შენი თვალით ნახავ და არა ის,რაც უნდათ რომ დაიჯერო....დააფასე ის,რაც გაქვს დღეს,რადგან არავინ იცის რა იქნება ხვალ...არ ეკამათო იმას, ვისაც შენი არ ესმის,რადგან ჭეშმარიტება კამათში არ იბადება....არასოდეს არ…