მე ღარიბი ვარ
52, Tbilisi, Georgia

მე ღარიბი ვარ,
როგორც აპრილი,
მე მარტოოდენ
ყვავილების ანაბარა ვარ...
და საკუთარი სიღარიბის დასაფარავად
შემოდგომამდის გასავლელი მრჩება მანძილი.
მე ღარიბი ვარ,
ღარიბი ვარ -
როგორც აპრილი,
ფესვიდან რტომდის
ფეთქავს სისხლი დაუღალავად...
და მომლოდინე სასოება
გულში ჩაღვრილა.
და მარტოოდენ
ყვავილების ანაბარა ვარ!

4 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta