თებერვლის ცივი ქარიანი წვიმის შემდეგ ქარი კვლავაც ჰქრის. საღამო ხანს სველ ბინდში, რბილად გადაგლუებული გორაკის ფერდობს ნელ-ნელა ასდევს ბალანჩამოძენძილი გამხდარი მელა. წავა ჩრდილივით უხმოდ გაჰყვება ჩაშავებულ ძაძვებსა და ურო ბალახის ბღუჯებს შორის. შეჩერდება, აზუზული მოხედავს ქარსა და ჰორიზონტზე დახვავებულ, ამღერებულ ღრუბლებს, უწადინოდ დააღებს პირს და ამოიხავლებს:
-ბჰა!
წავა, ქარი წააგვერდელებს, გაძვრება ძეძვებს შორის, ისევ შეჩერდება, ისევ მოიხედავს და ამოიხავლებს საბრალობლად:
-ბჰა!..ბჰა!
კაცი და ქალი ერთმანეთს მიჰკვრიან და სუნთქვაშეკრულნი უყურებენ.
კაცმა თქვა:
-შია.
-ოჰ, რას ამბობ! -უკმაყოფილოა ქალი, -მარტოა და გუნება სტკივა.
თებერვლის ცივი, ქარიანი წვიმის შემდგ ქარი კვლავაც ჰქრის. საღამო ხანს
რ.ინანიშვილი
Martoa da guneba stkiva..:))