16.07.2012
ehhh
34, New York, USA

 "როცა მოვკვდები,იტირებენ ვიცი ჩემები, როცა მოვკვდები,ყველას უცხოდ მოგეჩვენებით. ხელს ვერ შემახებთ,სიცივისგან დაიბინდებით, ჩემი ერთგული მეგობრებიც კი შეშინდებით. მერე ამოხვალ,ამომიტან ლამაზ ყვავილებს, სხვის დღეობაზე შესანდობარს ჩუმად დამილევ. თუ მომიგონებ,მხიარული,ლაღი ფიქრებით, ქვეყნად ყველაზე ბედნიერი მკვდარი ვიქნები. და როცა ასწევ,ღვინით სავსე ტიის ფიალას, გულჩათხრობილი,დაგუბებულ სევდას გზას მისცემ. ხმაგაბზარული ჩუმად იტყვი ჩემს შესანდობარს, სხვის დასანახად ნუ იტირებ ჩემს თავს გაფიცებ.. ყაყაჩო დარგე,ეს ნიშანი გაზაფხულისა, რადგან ფერს მისცემ,მაგ საფლავის უფერულ ლოდებს. ვარდები დარგე,მოციმციმე,თეთრი ფურცლითა, რადგან ბულბული,ვარდის ტოტოზე მოთქვამს და გოდებს.. არ დაგავიწყდეს,ია,ნაზი იასამანი, ორქიდეები,ასტრები და ქრიზანთემები. სხვას ნუ ენდობი,ყვავილები ვიცი რომ გიყვარს, მოუალერსე ისე,თითქოს მე მეფერები.. როცა მოვკვდები,არ დაღვარო ბევრი ცრემლები, გაიფიქრე,რომ შენი ცრემლი,ცოცხალს არ მახსოვს.. არ მომაკარო,შენი თბილი,სათნო ხელები.. შენს გულს რომ ვიგრძნობ,ჩემთან ახლოს,ისიც გამათბობს. მნახე და უცებ გატრიალდი,აღარ მიტირო.. ვიცი დარდით და მწუხარებით,სხვას ვერ წაბაძავ.. თუ სიცოცხლეში მონატრებამ მომიღო ბოლო, მკვდარს მაინც,შენი სიახლოვით ნუღარ დამტანჯავ.. ; (( "

17 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes