უსათაურო
32, Tbilisi, Georgia

ღამდება, ცას ნელნელა დაისი ეპარება
მე კი ვზივარ მომერია ფიქრი
ბავშვურ აზრებს ნოსტალგია შეერია
წამით ისევ წარსულისკენ მივქრი

გავიხსენე მე პირველი ნაბიჯები
პირველი რითმი, {ვაგონდები როცა}
გამახსენდა მე პირველი მანიფესტი
პირველი, ქალი ქუჩის ბოლოს და პირველი კოცნა

არ დავმალავ მომერია ცრემლი
ნოსტალგიამ ალბათ იცის ასე
ის არასდროს დაბრუნდება არა
და წარსული ახლა დავაფასე

მწერალი რომ არ ვარ ვიცი კარგად
მე უბრალოდ ლექსის წერა ვიცი
დროს კი ტყუილად არასოდეს ვკარგავ
მაგრამ მაინც, უაზროდ კი ვიცდი

12 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes