QALI SUSTIA,NAZI,UXONO
29, Poti, Georgia

ქალი სუსტია,ნაზი,უღონო-
ასე ამბობენ ძალიან ხშირად,
მაშინ მითხარით,მეუღლეები
კაცებო,რატომ არ გიღირთ ძვირად?
რად გავიწყდებათ?ეს ის გოგოა
ვის გამოც ბევრჯერ ათენეთ ღამე,
ლექსები წერეთ,ვის შესახვედრად
ყვავილით ხელში,ითვლიდით წამებს .
ვის გამოც ზოგჯერ ჩხუბიც მოგსვლიათ
და შეუძლებელს ზოგჯერ შესძლებდით,
მისი ხელების ნაზი შეხებით
ათრთოლებულან თქვენი ხელები.
რა შეიცვალა?ნეტავ რა მოხდა?
ის,რომ ახლა მას მეუღლე ჰქვია?
ოჯახზე ფიქრობს ,თქვენზე ზრუნვაში
ადრე დგება და რომ წვება გვიან?
საჭმელ-სასმელი,ჩაცმა,დახურვა...
და გგონიათ რომ მორჩა ყოველი?
მან ყველაფერი მიიღო თქვენგან?
მერწმუნეთ,იგი კვლავ ბევრს მოელის.
განა სიმდიდრეს?იქნებ ამასაც,
მაგრამ მას უფრო სჭირდება სითბო...
ხშირად შეხედეთ ისეთი თვალით,
კვლავ იმ გოგონას ხედავდეთ თითქოს. 

 
 

4 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes