10.04.2010
*  *  *
55, Washington, USA

* * *

დრო იყო და ბილიკ - ბილიკ დავფრინავდით,
და ფეხს ფრთხილად გვიკოცნიდა კამელია,
მერე წახველ, ძლიერ, ძლიერ დაგვიანდი,
და მეც თმაში ალაგ ვერცხლი გამერია.

მხოლოდ ერთმა იცი, არ ვარ შორეული,
მხოლოდ ერთი მიხვდები და გამამართლებ,
რად ვწითლდები, როცა ოდნავ მორეული
ეს ჭაღარა მაგ გიშრის თმას გაანათებს.

ზიმზიმებენ ღამისფერი შენი თმები,
ჩემი თმა კი უკვე გიშერს აღარ ისხამს,
და მრცხვენია, და მრცხვენია, გეფიცები,
ცალკე შენი, ცალკე ჩემი ჭაღარისა...

ჭირხლია თუ თმას გაევლო თეთრი ბრწკალი,
და ფიფქადა არ გადნება არასოდეს,
მომისწარი, მომისწარი, მომისწარი,
სანამ სულმთლად დამათოვდეს!

16 skatījumu
 
komentāri
QALTAMZE 12.04.2010

მხოლოდ ერთმა იცი, არ ვარ შორეული,

irma-kusa 10.04.2010

მომისწარი, მომისწარი, მომისწარი,
სანამ სულმთლად დამათოვდეს!

agni121 10.04.2010

მომისწარი, მომისწარი, მომისწარი,
სანამ სულმთლად დამათოვდეს!
ჭაღარისა...

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes