გამიფერადე...
55, Washington, USA



* * *

გამიფერადე გვირილების თეთრი სამყარო,
ლექსად ამენთე, გამაგონე ხმა თოლიების,
რომ ვერასოდეს ვეღარავინ ვეღარ გაგვყაროს,
რომ ჩვენს სიყვარულს შეჰხაროდნენ მაგნოლიებიც...

მოდი,
მითხარი, რომ გიყვარვარ, კოცნა გწყურია,
რომ სიყვარული გიპოვნია დიდი წვალებით,
მე ტანთ ჩავიცვამ გაზაფხულის წვიმისფერ სამოსს
და შენს სიყვარულს, სათუთ გრძნობას მოვეკრძალები.

გამიფერადე გვირილების თეთრი სამყარო...
ჩემს ცისფერ ზღვაზე იფარფატე, როგორც თოლიამ,
მოდი, მაგემე ახდენილი ოცნების ღვინო,
ამ ღვინოს თურმე საოცარი გემო ჰქონია.





12 skatījumu
 
komentāri
არავინ 16.08.2011

მოდი,
მითხარი, რომ გიყვარვარ, კოცნა გწყურია,
რომ სიყვარული გიპოვნია დიდი წვალებით...

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes