მ ო ნ ა ტ რ ე ბ ა
51, Tbilisi, Georgia

შენი მონატრება გამიბევრდა
ძილის საათები შემცირდა.
სხვისი მოფერება გამიძნელდა,
გუშინ სხვის თვალებში შემცივდა.
კარგი თვისებები გაგიბევრდა,
... რამე ნაკლი თუ გაქვს არც მახსოვს.
დღეებს საათები მოემატა,
მგონი დაავიწყდა წასვლა დროს.
შენთან ყველაფერი ადვილია,
შენში ყველაფერი ჩემია.
მიყვარდე ისე მარტივია,
გიყვარდე ასეთი ძნელია?
სული ქარზე უფრო შეშლილია
ვფიქრობ–გრძნობა ხარ თუ სიგიჟე?
შენი გაბევრების მეშინია,
შენი სულის მომკლავს სიშიშვლე.
სახელდრქმეული ოცნება ხარ,
სიცხით გათანგულის წყურვილი.
ჩემი სიყვარულის ლოცვა ხარ და
ჩემი არსებობის სურვილი.
გულის ფეთქვასავით განგიცდი და
მაინც ვერ დაგარქვი ვინა ხარ.
ცოდვაშენდობილის შვება ხარ და
მზის ამოსვლასავით მიყვარხარ. ♥ ♥ ♥

60 skatījumu
 
komentāri
irm 27.02.2015

*THUMBS UP*

didubelisoso 06.09.2015

მომეწონა....
თქვენია?

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes