სულზე მცივა, მამაო
31, Tbilisi, Georgia

თბილი ზამთარია, მაგრამ სულზე მცივა, მამაო,
მოყინულია და არც მახსოვს, რამდენჯერ დავეცი,
ვცდილობ წამოდგომას, უმწეო ბავშვივით ვქანაობ,
ხდება არსებობა ზოგჯერ უსაშველოდ დამრეცი.

აივნის რიკულებს სტუმრობს ყოველ დილით ბეღურა
და ჰაერს პაწია სუნთქვის ნამცეცებით აპურებს,
არც კი მინატრია არასდროს ცხოვრება მეფურად,
მხოლოდ ვოცნებობდი მეპოვა სიმშვიდის ნაპირი

და ბედნიერების ნაპერწკლით თვალებსაც ვინთებდი,
რაც არ უნდა იყოს, შემომრჩა ღიმილის მარაგიც,
ოღონდ ეს ცოდვები, კისერზე რომ მაწევს ტვირთივით,
უნდა მოვიშორო, ფუჭი სინანულიც არა ღირს.

ხშირად ამიტომაც ხდება ნაბიჯები ამაო,
ყველაფერთან ერთად, მთრგუნავს ნებისყოფის სიმყიფე,
ვცდილობ წამოდგომას, ხელი შემაშველე, მამაო,
რომ უფლის მზერიდან ამოზრდილ მადლმოსილ სხივს მივყვე... p.s(avtori ar vici)

3 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes