წადით გეთაყვა
34, Berlin, Germany

მე რომ მიყვარდით, თქვენ ის არ ხართ,
შეცვლილხართ როგორ...
ასე ადრიან, ჩემს სარკმელთან
მოსულხართ რაზე.
თუ იმას ეძებთ, აქ რომ მაშინ
დატოვეთ გოგო,
დღეს გვიანია, მისი პოვნა
გვიანი ძალზე...
თქვენი თვალები, აღარ მოსჩანს
ისეთი მწველი,
არადა, გახსოვთ,
რა ლამაზი გებნიათ ფრთები,
დრომ თავის ხსოვნას მიაბარა,
ყოველი ძველი,
რატომ მოხვედით ამ სარკმელთან,
ვერაფრით ვხვდები.
წადით გეთაყვა, წასვლა ახლაც
თქვენ გერგოთ წილათ,
თურმე ხანდახან სინანულიც
არის გვაიანი,
გარდაიცვალა ის გოგონა
დიდი ხნის წინათ,
თუმცა ღვთის მადლით,
მაინც ცოცხლობს ადამიანი

17 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes