სიყვარულის ნოსტალგია
33, Tbilisi, Georgia

აგერ უკვე გაიფურჩნა რტო

ბაღში ხემაც გამოისხა შტო
ახლაც ისევ დავრჩი მარტო
მებადება კითხვა რატომ?
ქარი კარს აჭრიალებს
ირგვლივ მტვერს ატრიალებს
რაღაც მოუსვენრად წრიალებს
ტყეში ნადირი ღრიალებს
მე კი ასე ეული ვარ
ნეტავ ვინმეს ვუყვარვარ?
დარდი წუხილს ერთვის
გული უშენობას ებრძვის
ფიქრმა აზრი არია
ეს უკვე საკმარია
ნეტავ ბედი რას მეტყვის
სუნი ტრილაებს სეტყვის
ქვეყნის ძალა ქალია
ამოავსო ნალია
გაირინდა მოდამო და ცა
შენზე ფიქრმა რა მომცა?...
თითქმის სულაც არც რა
გაგიხსენე და ტანში გამცრა

გახედე ამ ხედებს
იმ კაცს რა ამღერებს?
მტრედი თავს მოიღერებს
მე მოვისმენ სიმღერებს
გზად გადახტა კალია
ჩიტმა წყალი დალია
შენთვის ვიღას სცალია
დაასრულეს არია
მოჩვენება სინამდვილეს შეცვლის
რამდენი რამ უნდა მეთქვა შენთვის
წავალ გამიტაცებს ფიქრთა აგონია
დიდხანს გიცნობდი ასე მგონია
ცხოვრებამ მიჩვენა ჭკუა არ მქონია
რა ყოფილა ფუჭი ნატვრა
მსგავსი როგორც უფლის ხატვა
უთუოდ მშთანთქავს უძილო ფიქრები
აღარ მახარებს ქათქათა ფიფქები
დღე მარტოობაში მიილია
ჩემი თანმდევი დუმილია
გათენდა გოგონა გაჰყურებს გზას
მომსვლელი მაინც არავინ არ სჩანს
მოელის ის მაინც ელის
უთუოდ საჭიროებს გამოწვდომას ხელის...

6 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes