მიყვარს ზღვის პირას ლექსების წერა
33, Tbilisi, Georgia

მიყვარს ზღვის პირას ლექსების წერა,
ტალღების შრიალი და მათი ბგერა,
პატარა გოგონას ლამაზი მზერა
და მის თვალებში მალულად ცქერა.

მიყვარს ფოთლების ნაზი შრიალი,
თავში ფიქრების უკუ ტრიალი,
ჩემი ლექსების ჰაერში შრიალი,
მდუმარე ღამე და ღვინო ფიალით.

ჩუმად ვესაუბრები მე ჩემსა გულსა,
ქვიშაზე ნელ-ნელა მივყვები კუსა,
გემმა ჩაუშვა ზღვის ფსკერზე ღუზა,
ლექსების წერის მომადგა მუზა.

მთვარეს სიყვარული ჩემი გაეგო,
ფეხქვეშ ვარდები ნაზად დაეგო,
უეცრად ჩემს წინ ცეცხლი დაენთო,
ცაზე ვარსკვლავებით გული აეგო.

მე საოცრება ვნახე არნახული,
მთვარის შუქზე მკრთალი სახე დანახული,
ვარსკვლავებით გული ცაზე დახატული,
ლექსებში მაქვს ყველაფერი ასახული.

დარდიანი მოსაწევი მადლიანად შევაკეთე,
ვიბრძოდი, ვცდილობდი რა აღარ გავაკეთე,
სიყვარულის საზღვარი უიმისოდ გადავკვეთე,
ჩემი გულის კარიბჭე ყველასათვის გადავკეტე.

9 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes