არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა.
35, Alicante, Spain

ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი,
ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა...
სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი
,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა.

არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო
მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია...
ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო,
რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.

მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს,
ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ,
გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს,
დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით... ის ღრმა ფიქრია

67 skatījumu
 
komentāri
tiko 02.04.2013

ra kargia:))

tedoqeti 06.01.2014

დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით... ის ღრმა ფიქრია

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes