ისევ უღიმღამოდ გათენდა
37, Tbilisi, Georgia

ისევ უღიმღამოდ გათენდა,
რიჟრაჟთან ჩამოცრემლა სულმა...
წუხელ ფიქრიც ღამეს ათევდა,
სევდაც არსად არ წასულა....
ისევ გაიცრიცა იმედი...
ზღვაში ნაგროვები პეშვით...
გზა ჩანს....საყდართან ვერ მივედი,
ალბათ ეს სიშორე შემშლის.
ისევ უღიმღამოდ გათენდა...
ნეტავ დაღამდება როგორ...
ფიქრიც ღამეს შენთან ათევდა,
ჩემო გულნაცარა გოგოვ...
ჩემო ვარდობისთვის შხაპუნავ,
ჩემო თიბათვის თვის ჩრდილო...
ბედმა ხეტიალი გარგუნა
ჩემო უდუღარო ღვინოვ.
შემოდგომისფერით ირთვები....
ისევ ყვავილობ და...ძალობ...
ო,რა ღრუბლის ქულად ფითრდები,
ჩემო ალალგულა ქალო....
ნეტავ ვინ გაიგებს შენს ტკივილს,
ვინ ხარ...ან საიდან მოხველ...
მითხარ,ფრთები რად გაქვს შეჭრილი...
ანდა...მერამდეჯერ მოგკლეს.
––––––––––––––––––––––––
ისევ უღიმღამოდ გათენდა...
ნეტავ დაღამდება როგორ....
ქალო,შემოდგომის ნათებავ...
ჩემო სევდისფერო გოგოვ.

0 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes