20.11.2011
odesme..
35, Tbilisi, Georgia

ოდესმე მოფრენილან შენთან სხვისი ჩუმი ნაფიქრით გაჟღენთილი, დამძიმებული ბაბუაწვერას გაწეწილი ნარჩენები?!
ოდესმე გაგიჟებით მივარდნილხარ ვინმესთან, ჩაგიკრავს გულში, გასრესამდე შემოჭდომიხარ და მიგიცია მთელი შენი გრძნობები?!
ოდესმე გილოცია ცრემლებით?! მითხარი, მითხარი რომ გჭერია შენი ცოდვების სიმძიმით ატირებული სანთელი.
მითხარი…მითხარი,რომ შენც შიშით და კრძალვით, რიდით და სიყვარულით სახეგაფითრებული მიდიხარ შენი ყველაზე ბინძური ცოდვების მოსანანიებლად და შენც ჩემსავით გეკვეთება ფეხები იმ წმინდა ოთახში შესვლისას.
მითხარი,რომ ჩაგისუნთქავს ჰაერი ტაძარში,აგივსია ფილტვები სიწმიდის სუნით და მზადყოფილხარ გაგუდულიყავი იმ სიწმიდეში, ოღონდ შენი სხეულიდან არ ამოგეშვა.
… მითხარი, უბრალოდ დამეთანხმე....…
მითხარი, რომ ერთხელ მაინც წამოგსვლია ცრემლი, ერთხელ მაინც გიტირია.
ოდესმე გინახავს დედის თვალები… გაგიჟებული, მზრუნველი, თბილი, მეოცნებე, ამაყი, მკაცრი, სიყვარულის თვალები,… თვალები შვილისთვის.
მითხარი რომ გული გაქვს...

7 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes