რა ვთქვა?? მიყვარხარ ალბათ...
47, Tbilisi, Georgia

მე ვარ ფული, ასე მალე დამხარჯე
მე ვარ გული, ასე მალე დამტანჯე



მე ვარ საიდუმლო, რატომ არ დამმალე
მე ვარ ჭიქა, შენ ერთბაშად დამცალე
მე ვარ დრო, სულ ცოტაც მაცადე
მე ვარ საქმე, შენ კიდევ ერთხელ გადამდე
მე ვარ ფერადი, შენ შავ-თეთრი დამხატე
მე ვარ ცრემლი და როცა გინდა დამღვარე
მე ვარ ლექსი ყურადღებით წამიკითხე
მე ვარ მოგონება..... დამივიწყე
მე ვარ სიზმარი, შენ უკვე გაიღვიძე
მე ვარ ოცნება.... ვერ ამიხდინე
მე ვარ ის... მე ვარ შორს
შენთან წვიმს, ჩემთან თოვს
მე ვარ ბედნიერი, როცა შენ ხარ კარგად
რა ვთქვა??... მიყვარხარ ალბათ..

მე ვარ სითბო, ხელები დამადე
მე ვარ სიურპრიზი, დაითვალე ათამდე
მე ვარ გზა...
პირველი ნაბიჯი, პირველი ცდა
შენ ხარ ანგელოზი, მე ვარ ფრთა
მე ვარ ტალღა, შენ ხარ ზღვა
რა გინდა სხვა,
მე ვარ სიჩუმე არაფერი თქვა
მე ვარ სარკე, ჩახედვას ვერ ბედავ
გაახილე თვალები, მითხარი რას ხედავ
ხედავ? როგორ გიხდება ღიმილი
მე ვარ ჩვენ, რად გინდა ისინი
მე ვარ ის.. მე ვარ შორს
სევდა მღლის, გული მთხოვს
მე ვარ ბედნიერი როცა შენ ხარ კარგად
რა ვთქვა?? მიყვარხარ ალბათ

მე ვარ სურვილი, მინდა გინდოდე



შენ ხარ ცეცხლი, მინდა ვიწვოდე
და რაც ვიგრძენი, მინდა გრძნობდე შენც
და რაც დავთმე, მინდა თმობდე შენც
მე ვარ ის... მე ვარ შორს
შენთან წვიმს, ჩემთან თოვს
მე ვარ ბედნიერი როცა, შენ ხარ კარგად
რა ვთქვა?? მიყვარხარ ალბათ... ♥

78 skatījumu
 
komentāri
agni121 27.03.2012

მე ვარ ტალღა, შენ ხარ ზღვა
რა გინდა სხვა,

არავინ 26.03.2012

მე ვარ ბედნიერი როცა, შენ ხარ კარგად
რა ვთქვა?? მიყვარხარ ალბათ... ♥

nana45 26.03.2012

მე ვარ საიდუმლო, რატომ არ დამმალე

teamasi 26.03.2012

მე ვარ ბედნიერი როცა, შენ ხარ კარგად
რა ვთქვა?? მიყვარხარ ალბათ... ♥

dadunamartoa 26.03.2012

შენ ხარ ცეცხლი, მინდა ვიწვოდე
და რაც ვიგრძენი, მინდა გრძნობდე შენც
და რაც დავთმე, მინდა თმობდე შენც
მე ვარ ის... მე ვარ შორს
შენთან წვიმს, ჩემთან თოვს
მე ვარ ბედნიერი როცა, შენ ხარ კარგად
რა ვთქვა?? მიყვარხარ ალბათ... ♥

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes