მომავლის ეპიტაფია
70, Tbilisi, Georgia

კაცი ვიყავ და მიწად ვიქეცი,
ჩამოვიცილე სევდა შვიდკეცი,
დადგრა მდუღარე ცეცხლი და ვნება,
რადგან უფალმა ასე ინება.
გადაიქროლეს დროის რაშებმა,
ლაგამ-აღვირი დახრეს ლაშებმა,
გაქრა საფლავის ნიში და სვეტი,
დრო-ჟამისაგან ნაქარ-ნასეტყვი,
საფლავის ლოდი ხავსმა დაფარა,
წახდა ხავერდი, დაჭკნა ზაფრანა.
მაგრამ რა ვუყო, რატომ არ ქრება
ფერფლში მბორგავი შმაგი ვნებები,
ისე ცხელია ამ მიწის გული,
დიდხანს საფლავში ვერ გავჩერედები.
თუკი მიწა ვარ, მაშ რად არ ქრება
ჩაუქრობელი ვნების ხანძარი?
სიყვარულისთვის ნაკურთხ გულების
გამაპობელი, როგორც ხანჯალი?
მე ისევ მოვალ, როცა ვენახში
ვაზს დაასკდება თაფლის ჯიქნები,
და ქვევრის თავზე, პაპას მარანში,
აცეკვდებიან ცელქი ჭინკები,
სიყვარულის და ძმობის დესპანად
თქვენს თასში ღვინოდ ჩამოვინთები,
სისხლში რომ ცეცხლი დაიწყებს დუღილს,
ის დაუმცხრალი ცეცხლი ვიქნები!
მაშ, გაუმარჯოს მშობლიურ მიწას,
როცა მის მტვერში ჩავილექები,
მთვარისფერ თასით შესვით ღვინო და
ქარს გაატანეთ ჩემი ლექსები!

32 skatījumu
 
komentāri
galaxyca 03.03.2011

სიყვარულის და ძმობის დესპანად
თქვენს თასში ღვინოდ ჩამოვინთები,
სისხლში რომ ცეცხლი დაიწყებს დუღილს,
ის დაუმცხრალი ცეცხლი ვიქნები!
მაშ, გაუმარჯოს მშობლიურ მიწას,
როცა მის მტვერში ჩავილექები,
მთვარისფერ თასით შესვით ღვინო და....

chatilion-matan chatilion-matan 03.03.2011

გაიხარე, გაიხარე, კაცოოოოოოოო!

EKA3EKA 03.03.2011

მაშ, გაუმარჯოს მშობლიურ მიწას,
როცა მის მტვერში ჩავილექები...

chatilion-matan chatilion-matan 03.03.2011

მადლობა, ეკა, დედის დღეს გილოცავ!

moon13 03.03.2011

მაშ, გაუმარჯოს მშობლიურ მიწას,
როცა მის მტვერში ჩავილექები,
მთვარისფერ თასით შესვით ღვინო და
ქარს გაატანეთ ჩემი ლექსები!


ძალიან მომწონს თქვენი ლექსები...

chatilion-matan chatilion-matan 03.03.2011

გაიხარე, ღმერთმა დაგლოცოს და გაგამრავლოს!

mai-ni 04.03.2011

მე ისევ მოვალ, როცა ვენახში
ვაზს დაასკდება თაფლის ჯიქნები,
და ქვევრის თავზე, პაპას მარანში,
აცეკვდებიან ცელქი ჭინკები,

chatilion-matan chatilion-matan 04.03.2011

madloba, gaixareT!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes