მარიხუანას ლეგალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები
37, Tbilisi, Georgia

მარიხუანას ლეგალიზაციის შუქჩრდილებიუკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში არაერთხელ იქნა დასმული საკითხი მარიხუანის, როგორც ”მსუბუქი ნარკოტიკის” ლეგალიზაციის შესახებ, რომელსაც პოპულარობით ერთ ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მთელს პლანეტაზე. ამაზე საუბრობენ როგორც ექიმები, ასევე პოლიტიკოსები. რას შეიძლება ველოდოთ და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მარიხუანას ლეგალიზაციამ?

ეს უბრალო, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი მცენარე უკვე საუკუნეების მანძილზე არაერთხელ გამხდარა კამათისა და სკანდალის მიზეზი. მის ლეგალიზაციას ყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები გააჩნია.

ლეგალიზაციის მომხრეები მთავარ მიზეზად ორ ძირითად არგუმენტს ასახელებენ:

პირველი და ყველაზე მთავარი არგუმენტია - ლეგალიზაციის შემდეგ იმ ახალგაზრდების რიცხვის საგრძნობი შემცირება, რომლების მოიხმარენ ”მძიმე ნარკოტიკებს”.
ეს შეიძლება პარადოქსალურად ჟღერდეს, მაგრამ სწორედ ასე მოხდა ჰოლანდიაში, სადაც მარიხუანა ჯერ კიდევ 1970 წელს გახდა ლეგალური. მას შემდეგ იმ ჰოლანდიელთა რიცხვი, რომელიც მოიხმარს მარიხუანას, სტაბილურად შეადგენს 600-700 ათასი ადამიანს. მაშინ როცა მძიმე ნარკოტიკს მოიხმარს მხოლოდ 15 000 ადამიანი.

მარიხუანას ლეგალიზაციის შუქჩრდილებიჰოლანდიელმა ახალგაზრდობამ ფაქტიურად თავი დაანება ისეთი ”მძიმე” და საშიში ნარკოტიკის მოხმარებას, როგორიცაა ჰეროინი. გარდა ამისა გაცილებით შემცირებულია კოკაინის მომხმარებელთა რაოდენობაც.

”მძიმე ნარკოტიკების” დოზის გადამეტებით დაღუპულთა რიცხვი ჰოლადიაში არ აღემატება წელიწადში 40 ადამიანს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მთელს მსოფლიოში. ამას გარდა ჰოლანდიელ ნარკომანებში ძალიან იშვიათია შიდსით დაავადების შემთხვევები.

მეორე არგუმენტი-მარიხუანას ბაზაზე დამზადებული პრეპარატების გამოყენება სამედიცინო თვალსაზრისით.
კანაფის შემჩველ პრეპარატებს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი, გამოიყენება ასთმის, მძიმე სკლეროზის, გლაუკომის და ა.შ დაავადებების წინააღმდეგ.

ეს საკითხი მაღალ დონეზე განიხილება კანადაში და დიდ ბრიტანეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატების ზოგიერთ შტატში, სადაც განიხილება კანონპროექტები, რომელიც შესაძლებელს გახდის მარიხუანას სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენებას.

ლაგალიზაციის მოწინააღმდეგეები არა ნაკლებ ლოგიკურ დასკვნებს აკეთებენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მათი არგუმენტებიც არანაკლებ დამაჯერებელია:

პირველი არგუმენტი-მოსახლეობის რეაქცია, როცა თავისუფალ გაყიდვაში იქნება ნამდვილი, თუნდაც ”მსუბუქი ნარკოტიკი", ვერ იქნება ისეთივე, როგორიც კონკრეტულ ერთ ქვეყანაშია და ყველა სახელმწიფოში ვერ დამთავრდება ისეთი წარმატებით, როგორც ეს ჰოლანდიაში მოხდა.

იმისათვის, რომ ადამიანები მიეჩვიონ ლეგალურ ნარკოტიკებს, ამისთვის საჭიროა მისი მოხმარების განსაზღვრული კულტურა (ანალოგიური, როგორიცაა მაგალითად ალკოჰოლური სასმელების მოხმარების კულტურა).

ამის გარეშე მარიხუანას ლეგალიზაცია მხოლოდ ნარკომანიის გაზრდას შეუწყობს ხელს.

მეორე არგუმენტი - მარიხუანის გამოყენებას სამედიცინო თვალსაზრისით ასევე გააჩნია უარყოფითი მხარეები.

მართალია მისი ფასი/ეფექტურობა არ დგას ეჭვქვეშ, და ამ მხრივ კანაფს კონკურენტი არა ჰყავს, მაგრამ გასათვალისწინებელი და სიღრმისეულად შესასწავლია თანმდევი ეფექტები, რომელიც შეიძლება თან ახლდეს ასეთი პრეპარატების მოხმარებას.

რთული იქნება ასევე მხოლოდ სამედიცინო მიზნით მის გამოყენებაზე კონტროლი.

ასე, რომ მარიხუანას ლეგალიზაციზე საკმაო მრავალი, ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები გამოითქმის, თუმცა როგორც ჩანს მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, სამედიცინო თვალსაზრისით მაინც, მისი ლეგალიზაცია აუცილებლად მოხდება (დიდი ბრიტანეთი, კანადა, აშშ-ს ზოგიერთი შტატი და ა.შ).

კამათი გრძელდება...

0 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes