შეიფარე მსოფლიო
37, Tbilisi, Georgia

ალბათ სამყარო მიგებს, მაგრამ მე რად მინდა, ვინმე თუ ფიქრობს ჩემზე, ალბათ სულ გაგიჟდა. მსოფლიო თუ მაფასებს ეს არაფერს არ ნიშნავს, მსოფლიოს თუ ვუყვარხარ მადლობთ მე არ მიყვარს. არ ვფიქრობ სიმდიდრეზე, არ ვფიქრობ დიდებაზე, მდინარეებს ვებრძვი საპირისპირო დინებაზე, შენი იყოს გიძღვნი ჩემგან საჩუქრად დედამიწას, თუ არ გყოფნის მიწა, მაშინ გაჩუქებ გალაქტიკას. შემადარებ აისბერგს, განახებ ანტარქტიდას, ჩემი მეორე მე სიბინძურეს ვერ აიტანს, თქვენ რა იცით რაზე ვფიქრობ, რას ინახავს გული, გავრბივარ საზოგადოებისგან დათრგუნული. იცი? მეც შენსავით მარტოს მყვარებია სიარული. მეჩვიდმეტე გაზაფხული რატომღაც აღმოჩნდა რთული, ცოტა პროზა, ცოტა პოეზია ცოტა-ცოტა რომ იცოდე მეც არ დავბადებულვარ მგოსნად, მაგრამ ვითამაშებ, შევითავსებ დაცემულის როლსაც, წაქცეულს ავაყენებ გავუნაწილებ დროსაც, სიმშვიდისთვის იწვიმებს გადავაქცევ თოვლად, გადავატრიალებ სამყაროს, მაგრამ არ მოვა სხვა. სიმშვიდისთვის ედემის ბაღებში დავკრიფავ ვარდებს, შევივსები სხვისით, მზის ჩასვლისას დავხუჭავ თვალებს, მოლოდინით განთიადის სილამაზის ხათრით გავაგდებ მთვარეს, შენ გაჩუქებ მზიან თვალებს, მივაგებებ სუფთა სხეულს, აღელვებულ ტალღებს, იქნებ დავამშვიდო ოკეანე, მოვეფერო სევდის პირით, ან იქნებ უბრალოდ უფრო ავაღელვო მახინჯი სივრცით. მასში მუდმივად ყინავს ყინულების განრიგი, თბილი ამინდის მოლოდინში ვაცილებ ივნისს, გავუშვებ ცაში მტრედებს, დავჯერდები ღიმილს, წარმოდგენებს დავდგავ, თითქოს სცენებს ვჩუქნი ტირილს. მინდა გითხრა რაღაც, მაგრამ მეშინია, მჭამს რიდი, შემდეგ გავყვითლდები, როგორც შემოდგომა, ბუნების შვილი, დავიღვრები ცრემლით, ფოთოლცვენით დავიცლები ზიზღში. დაგანახებ გზებს შორს, ოღონდ იქნება ბეწვის ხიდი, ადიოს ჩემო მეგობარო, გაჩუქებ ღიმილს.

8 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes