ნიკა კვესელავა(poezia)
32, Poti, Georgia

გაურითმავ სიტყვებს მაწვდის მუზა
და ვუბილწავ ჩამორჩენილ სტრიქონებს
მგონი ჩემზე მაგრად დაიგრუზა,
მერამდენე დღეა რომ არ მიგონებს.

არ მივარგა სევდიანი ღიმილი
რომანტიზმიც დამიწუნეს ქალებმა,
შავი ღვინოც ვერ დავლიე ბოლომდე
შემომიჩნდა ცელქი მუზა, თავნება.


გაურითმავ ლექსებს მაწვდის მუზა,
დღეს როგორი ამინდია ბატონო?
ვერ შემბედა,გულთან აიტუზა
რა ჯანდაბა გინდა შე უპატრონო.

სიძნელეებს ავედევნე სიშორით,
კაი ახლა მუზა ხარ თუ მტერი,
ქართან ერთად ვალსს ვიცეკვებ ქუჩებში
გენიოსი შენ ხარ, მე კი შტერი.

გაურითმავ სიტყვებს მაწვდის მუზა,
შეშლილებო შემიყვარდით ყველანი,
მუზას კიდე არ ვახსოვარ საერთოდ
პასტის გულში გადამიშრო მელანი.

შენთან მოსვლის სურვილები მთენთავს
ლექსს მიწუნებს ვიღაც ლიტერატორი,
გაურითმავ სიტყვებს მაწვდის მუზა
მუზა ჩემი ყველა ლექსის ავტორი.
 

1 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes