იცი? ის დრო მენატრება
უმწიკვლო და ფერადი,
გრძნობა იყო შემართება,
მხოლოდ გრძნობით ვღელავდი;
უმეტესი რაც კი ფიქრში
გამივლია-იყო კოცნა
და სხვა რამე-”ქალის ჯიშის”
იმ ჩემს ფიქრებს არ ემოსნა...
ოცნებებში ცისარტყელებს
ათასფერად ვხატავდით,
სითბო მე იმ სიყვარულის
სჩანს გამომყვა-ხატად ვით.
მახსოვს შენი ეშხიანი
თვალნი “მოლაპარაკე”
ეს სიტყვებიც ქნარ-ხმიანი
მათთვის მოვარაკრაკე……
მართლაც წმინდა იყო გრძნობა
“ხორცისგან არ ვნებული”;
სიყვარულის გვქონდა ნდობა,
ჯერ ხელით არ ხლებულის .
ვსეირნობდით-დაგვნათდა
ციდან მთვარის ნათელი,
ახლა მიქრის მარათონად
მაშინდელი სათქმელი….
კოცნაც შევატოვე ფიქრებს
(სხვა ხომ არც რა ემოსნათ)
გამებედა ერთხელ იქნებ,
ერთხელ მაინც მეკოცნა.
Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!