ანეკდოტები...
32, Poti, Georgia

  1. – ჩემი ცოლი შველივითაა, შველივით!
    ესმის მიხოს ტელევიზორიდან, ერთ-ერთი სერიალის ერთი გმირის ნათქვამი.
    მიხო გვერდით მჯდომ ცოლს გადახედავს და თითქოს იმ სერიალის გმირს პასუხობსო ჩაილაპარაკებს:
    – ხო, ჩემი ცოლიც რაღაც ცხოველსა ჰგავ!
     
  2. – გამარჯობა ექიმო, ჩემი ანალიზების პასუხები უკვე მზადაა.
    – კი, მზადაა.
    – მერე რა ხდება, როგორაა ჩემი ჯანმრთელობის საქმე?
    – ცუდად, ძალიან ცუდად.
    – რამდენი ხანი დამჩა სიცოცხლე?
    – 10.
    – რა 10? თვე, კვირა?
    – 9, 8 ,7…
  3. ბავშვი შედის აფთიაქში:
    – ტკივილგამაყუჩებელი გააქვთ?
    – კონკრეტულად რა გტკივა?
    – ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ მამაჩემი მშობელთა კრებაზე წავიდა
  4. ორმა სვანმა ტაქსი გააჩერა: 

    – სამ კაცს არ მიგვიყვან დიდუბემდე? 

    – კი, მაგრამ თქვენ ხომ ორნი ხართ? 

    – როგორ, შენ არ მოდიხარ
  5. – გათხოვებას რომ აპირებ, ბორშჩის გაკეთება მაინც თუ იცი? – ეკითხება დედა ქალიშვილს.
    – ვიცი, აბა არ ვიცი?!
    – აბა, რა არის საჭირო ბორშჩისათვის?
    – მშიერი ქმარი.
  6. – შენ, რა, კლარნეტზე აღარ უკრავ?

    – არა, მეზობელს თოფი უყიდია

24 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes