chemi gayinulii sxeuli:(:(
32, Rome, Italy

მოდი დავიძინოთ..... - რო არ მეძინება?.... - გთხოვ რა, დაღლილი ვარ... - კარგი, მაგრამ ჩამეხუტე.... რაღაც უცნაური იყო... ყოველ წუთს ჩახუტებას მთხოვდა....მანამდეც ვიცოდი, რომ უყვარდა ჩემთან ყოფნა, მაგრამ იმ დღეს დამაფიქრა.... უცნაურად იქცეოდა.. თვალებიც უცნაური ქონდა, ნაღვლიანი....ასეთი არასდროს ყოფილა....ვიფიქრე დაიღალა თქო..... ღამე გამაღვიძა: - გაიღვიძე რა... - რომელი საათია, ძალიან მეძინება, გთხოვ რა... - შემომხედე, დამელაპარაკე..... - არა, მეძინება, ხვალ ვილაპარაკოთ..... - აღარ გიყვარვარ?... - ისევ სულელობ...მიყვარხარ და სულ მეყვარები....ეხლა დავიძინოთ.... - სულ?.... - კიდევ რაღაც ჩაიბუტბუტა, მაგრამ მეძინებოდა და ვერ გავიგე.... - ჩამეხუტე და ისე დაიძინე რა..... - კარგი..... - ჩავეხუტე, ძალიან მაგრად..... ....დრო როგორ გავიდა არ ვიცი, კარგად მეძინა.... ....დილით სიცივემ გამაღვიძა....მეგონა ფანჯარა გაიღო და თებერვლის სუსხი შემოვიდა ოთახში..... თვალი გავახილე და გაყინულ სხეულს ვიყავი ჩახუტებული... ;( ;( :X

8 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes