სევდის ბუკეტი
41, Tbilisi, Georgia


მე დღეს მაჩუქეს სევდის ბუკეტი,
ტკივილისაგან გრძნობა დავკარგე
ამდენი ბოღმა, ამდენი დარდი
ამ ერთ ბუკეთში სად მოათავსეს!!
შემომესიენ ტყუილფერები,
დაფერილები, გაჟღენთილები,
სიძულვილისთვის გაჩენილები,
ჯოჯოხეთიდან განდევნილები
ასე სასტიკი ბრძოლა დამიწყეს
ასე სასტიკად გადმომაბჟირდნენ
ამ გამთბარ გულში თოკი გაჭიმეს
ზედ გორგოლაჭი გადააფინეს
დაკატაობენ ზევიდან ქვევით
ტკივილის ლოდებს გულში მაყრიდნენ
ცდილობენ ფიქრებს შენს ლამაზ თითებს
შენზე ოცნებას გადამაჩვიონ
მოვიდნენ ისე არც კი უკითხავთ
მებრძვიან მაგრამ გულს ვერ უშლიან
შენთვის ცხოვრებას ვერ დაუშლიან
რა საშინელი ფერია ყველგან
თითქოს ამ ღამით ვიქცევი ფერფლად
რა სასინელი მაჩუქეს სევდა
რა ბუკეტია ასეთი დარდის
სად დაეტია ამდენი ღვარძლი.
ლ.ლ

6 skatījumu
 
komentāri
მია 23.04.2012

ცდილობენ ფიქრებს შენს ლამაზ თითებს
შენზე ოცნებას გადამაჩვიონ

levani00 levani00 23.04.2012

მოვიდნენ ისე არც კი უკითხავთ
მებრძვიან მაგრამ გულს ვერ უშლიან
შენთვის ცხოვრებას ვერ დაუშლიან
რა საშინელი ფერია ყველგან
თითქოს ამ ღამით ვიქცევი ფერფლად
რა სასინელი მაჩუქეს სევდა
რა ბუკეტია ასეთი დარდის
სად დაეტია ამდენი ღვარძლი.

levani00 23.04.2012

მადლობთ რომ კითხულობთ ჩემს ლექსებს

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes