ღმერთო
39, Tbilisi, Georgia

მე ავტომოპასუხე არ ვარ,

მე ვერ გავიმეორებ იმას რასაც ჩემგან ითხოვენ.

და მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო ყველა ცოდვისთვის.
მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო ყველა სიკეთისთვის.
მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო
ჩემი მოსვლით დედაჩემის დაღვრილი სისხლისთვის.
და მე მზად არ ვარ რომ გავიზარდო.

ღმერთო, გთხოვ
ნუ მიგზავნი ყოველ დღე მლოცველებს,
ნუ მიგზავნი ფანატიკოსებს,
ნუ მიგზავნი მღვდლებს,
ნუ ცდილობ ჩემს შემორიგებას,
მე შენთან არ მიომია.
ნუ მაიძულებ თაყვანი ვცე იმას,
რაზეც გაგაკრეს.
შენ ჩემი ცოდვებისთვის არავის უწამებიხარ,
შენ შენი სიმართლისთვის გაგაკრეს ჯვარზე.
მე არაფერ შუაში ვარ.
და ნუ მიდგენ წესებს როგორ ვიცხოვრო.
მე დადგენილი წესები მაიძულებენ რომ დავარღვიო ისინი.
ნუ მაიძულებ ასე მოვიქცე.
მე მირჩევნია ფეხზე დგომას ტროტუარზე ვიჯდე,
მე მირჩევნია მგალობლების მოსმენას
ქუჩის მუსიკოსს მოვუსმინო,
რომელიც სულ ახლახანს
ერთადერთმა ქალმა მიატოვა, რომელსაც ის უყვარდა.
მე ასეთი ვარ ღმერთო,
შენ ასეთი შემქმენი და უკვე ვეღარ შემცვლი.
ღმერთო რატომ გახდა უპატრონო ბავშვების თემა ბანალური?
ღმერთო რატომ გგონია რომ არ არსებობენ
ნაბიჭვარი მორწმუნეები,
რომლებიც ჩემზე ცოდვილები არიან და შენი სახელით სარგებლიბენ?
ღმერთო რატომ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ?
ღმერთო რატომ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ?
ღმერთო რატომ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ?
ღმერთო, როდესაც შენი მგალობლები იგალობებენ,
მოდი და ერთად მოვუსმინოთ ქუჩის მუსიკოსს,
რომელიც მღერის იმაზე, რომ
ერთადერთმა ქალმა მიატოვა, რომელსაც ოდესმე ყვარებია.
ღმერთო მოდი და უპატრონო ბავშვებთან ერთად ვიმათხოვროთ,
რომლების თემაც, უკვე დიდი ხანია ბანალური გახდა და რომლებზეც
არც ერთი ჟურნალისტი აღარ წერს.
კარგი რა ღმერთო,
შენც ხომ იცი, რომ არც მთლად ისეთი დიდი ხარ,
როგორადაც თავს გვაჩვენებ.
ღმერთო მოდი ერთხელ გულახდილი საუბარი გვქონდეს,
მე ვეცდები შენთან გავიხსნა
და მოგიყვე ჩემზე უფრო მეტს.
ღმერთო შენც შეეცადე,
ნუ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ,
ეცადე ცოტა მარტივი იყო.
და მე ვეცდები რომ გაგიგო.
მე ხომ შენთან არ მიომია.

29 skatījumu
 
komentāri
ladd 18.11.2014

გენიალურია!!!!!!!

elsi elsi 18.11.2014

მეც ასე ვფიქრობ :)

tagana22 11.01.2016

მე არ მითქვამს გეთაყვა ღმერტი არსებობს თუ არა :) მარა რასაც მას მიაწერენ იქიდან გამომდინარე ეგ სიტყვები ''ღმერთო რატომ გგონია რომ არ არსებობენ
ნაბიჭვარი მორწმუნეები,'' სულელურად ჟგერს ...

elsi elsi 11.01.2016

რაც თქვი ვხედავ,მეც მქონდა სიტყვის უფლება. სულელურად არა,ჭკვიანურად ჟღერს :)

tagana22 11.01.2016

''ღმერთო რატომ გგონია რომ არ არსებობენ
ნაბიჭვარი მორწმუნეები,'' (ეს არ მგონია ღმერთს ეგონოს ) :)

elsi elsi 11.01.2016

თუ ღმერთი არსებობს,ვინ შექმნა ის? :))

tagana22 11.01.2016

სიტყვის უფლებას არავინ გართმევს ,, დემოკრატიაა,, ყველას ტავის აზრი აქვს მარა სიმართლე მაინც ერთია :)

elsi elsi 11.01.2016

სიმართლე ერთი კია არა იმდენია,რამდენიც ვართ :)

tagana22 11.01.2016

ოფ , ერთიდა იგივე საკითხზე 2 ადამიანისტვის 2 სიმართლე არ მგონია არსებობდეს,, ისე კი ყველაფერი შედარებითია:)

elsi elsi 11.01.2016

არსებობს

tagana22 11.01.2016

ის მაინც არსებობსსსსსსსსსსსსსსსსსს :)

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes