05.11.2012
tamashia
39, Çankaya, Turkey

ნეტავ როგორია ცრემლი, სევდისფერი?
ღიმილს, ნაძალადევს, თან რომ მოჰყოლია....
გიშრისთვალებიან წვიმის მოფერება ნეტავ როგორია....

ნეტავ ლამაზია გრძნობა, ღვინისფერი?
ვნებაშემორეულს ტანს რომ არ აცვია.
ნაზი გაზაფხულის კაბა, ათასფერი, ნეტავ ლამაზია?....
ნეტავ რა ფერია შენი მარტოობა?
როცა რწმუნდები, რომ არსად არ გელიან.
ჩუმად მოქვითინე იმედგაცრუება....ნეტავ რა ფერია?
ნეტავ ჰყვარებიათ ყველა მთელი გრძნობით?
თუ თვით სიყვარულიც ფარსი სახელია?
დიდი თამაშია მოკვდავთ არსებობა,
თვალებს, მრავლის მნახველთ,წინ რომ გადაშლია.
როცა იბადები, უკვე თავისთავად, ცეცხლთან თამაშია!....

3 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes