21.08.2012
menatrebi
39, Tbilisi, Georgia

გუშინ რომ დავფიქრდი, ცრემლებმა წამლეკა,
ტალღებში ცურავდა ბუმბულის ბალიში.
გიჟივით ვკითხულობ,_არავინ დარეკა?
სხვა თუ არაფერი კითხვას ნუ დამიშლი.

არადა ჰაერიც ლოდივით დამძიმდა,
მინდა ამოვგლიჯო ტვინს მეხსიერება,
ხვალიდან სხვა ახალ ცხოვრებას დამპირდა,
ხვალიდან მექნება სხვა ბედნიერება.

არა, მოგატყუე, ჯერ ისევ მარტო ვარ,
ცრემლის მარგალიტებს ვამზადებ სულელი,
ვიცი, რომ ყალბი და ნაკლებად სანდოა,
მაგრამ სიყალბესაც აქვს შენი სურნელი.

გულმა ვერ იპოვა მეორე სიხშირე,
ახლა ჩემს სარკმელთან დგას წვიმის თარეში,
დუმილს ვერ ვუძლებდი, რა მექნა?_ ვიყვირე,
ავიღე ქოლგა და კიბეზე დავეშვი.

ქუჩაშიც ჩავფიქრდი, ცრემლებმა წამლეკა,
იცი, მენატრები, არადა გაგიშვი.
გიჟივით ვჩურჩულებ,_არავინ დარეკა?
სხვა თუ არაფერი, ჩურჩულს ნუ დამიშლი.

7 skatījumu
 
komentāri
nana45 21.08.2012

ქუჩაშიც ჩავფიქრდი, ცრემლებმა წამლეკა,
იცი, მენატრები, არადა გაგიშვი.

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes