ნუ ვიქნებით გულცივნი და გულგრილნი, უსიყვარულოდ არ შეიძლება არსებობდე..
41, Tbilisi, Georgia

როგორი სიყვარულის ნაკლებობაა ირგვლივ...რა სიცარიელეა...რა უსულგულობა...რა გაუტანლობა...
არადა დღევანდელი დღეც გადის... ხვალე? არ ვიცი იქნება?...
ეს დღე არასოდეს დაბრუნდება, არასოდეს!
მომეფერე სანამ ვარ, მომაფერებინე სანამ ხარ, მომეცი საამისოდ გული წრფელი...
ნუთუ ასე ძნელია სითბოსა და სიყვარულის გაცემა?!
შემინდე... შემანდობინე... შენი გულწრფელობით...და მერე ერთად ვეახლოთ უფალს...
ხვალ, ან ზეგ...რავიცი, როცა ინებებს...
ნუ ვიქნებით გულცივნი და გულგრილნი, უსიყვარულოდ არ შეიძლება არსებობდე...
დაინახე ჩემში მხოლოდ კარგი, არ გამირთულო ჩემი ნაკლი...ის ხომ ისედაც მტკივა...
მოიწი ახლოს, მოგეფერო მინდა, მომეცი ნება მოგეფერო...დამანახე შენი გულწრფელი თვალები, რომ გულით მოგეფერო...
მომიშვი შენთან...ერთობაშია ძალა...ხომ წარმოგიდგენია რამდენი სიყვარული დაგროვდება ერთად ყოფნისას...
მოიწით ჩემთან...რომ
ჩაგეხუტოთ ადამ –ია–ნებო!!!

3 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes